ფანასკერტის დარბაზობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფანასკერტის დარბაზობა — ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ტერმინით ცნობილია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალიზაციის განსამტკიცებლად გატარებული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებდა მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ უვნებელყოფას. დაახლოებით 1010 წელს, ბაგრატ III-მ ფანასკერტში სანადიმოდ მოიწვია თავისი ნათესავები ბაგრატ არტანუჯელის ძენი სუმბატი და გურგენი. ვერაგულად შეიპყრო ისინი და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც 1012 წელს გარდაიცვალნენ. მის დროს კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]