ფამფარულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფამფარულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scorzonera

ფამფარულა, კევის ბალახი (Scorzonera) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორწლიანი ბალახები და ნახევრად ბუჩქებია.

170-მდე სახეობა ძირითდად გავრცელებულია შუა ევროპიდან და ხმელთაშუაზღვისპირეთიდან აღმოსავლეთ აზიამდე. კავკასიასა და შუა აზიაში 80-ზე მეტი სახეობა გვხვდება. საქართველოში — 10, მათგან 4 საქართველოს ენდემია.

სახეობათა მეტი წილი მთის შუა სარტყელში, მშრალ ფერდობებსა და კირქვიანებზე იზრდება. ზოგიერთი სახეობა (ტაუ-საღიზი, ტეკე-საღიზი, საქართველოს სახეობებიდან ჯავახური ფამფარულა და სხვა) კაუჩუკს შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]