ფაბერჟეს კვერცხები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვერცხი "ლილიების თაიგული"

ფაბერჟეს კვერცხები — საიუველირო ნაწარმის განთქმული სერია შესრულებული კარლ ფაბერჟეს ფირმის მიერ. სერია იქმნებოდა 1885-1917 წლებში რუსეთის იმპერატორის ოჯახისა და კერძო მყიდველთათვის. სულ ცნობილია 69 კვერცხის შექმნის ისტორია, რომელთაგან 54 საიმპერატორო იყო, კეძოდ ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ისთვის. მათგან 52 სააღდგომო კვერცხის სახით იყო შექმნილი. შვიდი კვერცხი კელხების ოჯახისთვის შეიქმნა მოსკოვში.

კვერცხები ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა ან მყარი ქვებისგან, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტები იყო დატანებული. ტერმინი "ფაბერჟეს კვერცხი" დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო თავად კვერცხები ამჟამდ საიუველირო ხელოვნების შედევრებად არის მიჩნეული.