უძოვარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| უძოვარა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Trollius | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
უძოვარა (ლათ. Trollius) — მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ თათისებრ განკვეთილი ფოთლები, ამასთან, ფესვთანური გრძელყუნწიანია, ღეროსეული — მოკლეყუნწიანი, დიდი, კაშკაშა ოქროსფერ-ყვითელი ყვავილები. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ცნობილია მხოლოდ 1 სახეობა — კავკასიური უძოვარა (ლათ. Trollius caucasicus); იზრდება ყველგან სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ტენიან მდელოებზე, მთის წყაროების ნაპირებზე, თოვლთან ახლოს. საქართველოს გარდა გვხვდება კავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 198, თბ., 1986 წელი.