უშფოთველობა (სურათი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უშფოთველობა)
ფოტო „უშფოთველობა“ Windows XP-ის თავისუფალ სამუშაო მაგიდაზე
იგივე პეიზაჟი 2006 წლის ნოემბერში

უშფოთველობა (ინგლ. Bliss) — Microsoft Windows XP ოპერაციულ სისტემაში ჩართული BMP ფორმატის სურათის დასახელება, რომელიც გადაღებულ იქნა კალიფორნიის შტატის სონომის ოლქში, სონომის ველიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ძველი სარძევე ფერმა Clover Stornetta-ს სიახლოვეს[1]. გამოსახულებაზე აღბეჭდილია მწვანე ბორცვები და ცისფერი ცა ფრთა-ღრუბლებლებით. გამოსახულება გამოიყენება სტანდარტულ ეკრანულ ფონად თემაში Luna ოპერაციულ სისტემაში Windows XP.

ფოტონამუშევარი ეკუთვნის სეინთ-ჰელენაში მაცხოვრებელ პროფესიონალ ფოტოგრაფს, ჩარლზ ო'რიერს, რომელმაც აღნიშნული ფოტოსურათი გადაიღო ციფრული დიზაინ-კომპანიისთვის HighTurn. ო'რიერი ფოტოსურათებს ასევე იღებდა კერძო კომპანიისთვის Corbis, რომელიც ბილ გეითსის საკუთრებაში იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. No view of Palouse from Windows. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-20. ციტირების თარიღი: 2008-01-20.