უფროსი (კომპიუტერული თამაშები)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
უფროსი (ინგლ. boss) — განსაკუთრებით ძლიერი და იშვიათი პერსონაჟი კომპიუტერულ თამაშებში.
აღწერა [რედაქტირება]
ჩვეულებრივ, უფროსები გამოირჩევიან დიდი ზომითა და სიცოცხლით. ზოგიერთ თამაშში უფროსები ჩნდებიან რაუნდის/თამაშის დასრულების დროს. ზოგჯერ, უფროსების დამარცხებისათვის საჭიროა მოთამაშემ შეიმუშაოს განსაკუთრებული ტაქტიკა. ზოგჯერ უფროსებს აქვთ განსაკუთრებული თვისებები:
- უფროსები უამრავი დამხმარეებით, რომლებიც მოთამაშეს უშლიან უფროსის დამარცხებაში;
- გიგანტური, მოუქნელი უფროსი;
- მოთამაშის „ბნელი მხარე“ — უფროსი, რომელსაც აქვს ისეთივე შესაძლებლობები და თვისებები როგორსაც მოთამაშეს;
- უფროსი-თავსატეხი — უფროსი, რომლის ჩვეულებრივი მეთოდებით დამარცხება შეუძლებელია და ამისთვის საჭიროა თავსატეხის გადაჭრა;
- სახუმარო უფროსი, რომელიც მხოლოდ ძლიერ უფროსს გამოსახავს, სიმართლეში კი მარტივად მარცხდება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სტატია, უფროსების სხვადასხვა ტიპებზე (ინგლისური)
- უფროსების Top 20 (ინგლისური)