უტუფურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უტუფურსი, უტუფურში (დაახლოებით ძვ. წ. 805–ძვ. წ. 765) — დიაოხის მეფე. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირულად ებრძოდა ურარტუს მეფე მენუას (ძვ. წ. 810-786 წწ.) და არგიშთი I-ს (ძვ. წ. 786-764 წწ.). ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს დიაოხის წინააღმდეგ (ძვ. წ. 805, 795, 784-783, 774, 768 წწ.). მენუამ ერთხანს მოახერხა მისი დამორჩილება, ზოგი ტერიტორია ჩამოაჭრა, მიიღო მისგან ძღვენი (ოქრო-ვერცხლი, ცხენები) და ხარკის გადახდა დააკისრა, მაგრამ არგიშთი I-ის დროს უტუფურსი აუჯანყდა ურარტუს, რასაც მოჰყვა ურარტელების ხელახალი შემოსევა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უტუფურში (მეფე). ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.