ურთხლისებრნი, უთხოვარისებრნი (ლათ.Taxaceae) — შიშველთესლოვან მცენარეთაოჯახი. მარადმწვანე, მეტწილად ორსახლიანი ხეები და ბუჩქებია. მიკროსტრობილები (მამრობითი გირჩები) ფოთლის უბეშია, მარტოულია ან შეკრებილია მჭადა ყვავილედად; მეგასტრობილები — ძალზე რედუცირებულია (გირჩის ფორმა არ აქვს) და ცალკეული თესლკვირტები ყლორტის ბოლოში სხედან. მწვანე თესლს გარს ეკვრის არილუსი.