სოსუკე უნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უნო სოსუკე)
სოსუკე უნო

სოსუკე უნოს პორტრეტი
მშობლიური სახელი 宇野 宗佑
დაბადების თარიღი 27 აგვისტო 1922
სიგა
გარდაცვალების თარიღი 19 მაისი 1998 წელი
მორიამა
ეროვნება იაპონელი

სოსუკე უნო (იაპონ. 宇野 宗佑 უნო სო:სუკე?, 27 აგვისტო 1922, სიგა19 მაისი 1998 წელი, მორიამა) — იაპონელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, იაპონიის 75-ე პრემიერ-მინისტრი 1989 წლის 3 აგვისტოდან 1989 წლის 10 აგვისტომდე.[1]

უნო დაიბადა საგას პრეფექტურაში. უმაღლესი განათლება მიიღო კობეს კომერციის უნივერსიტეტში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მსახურობდა იაპონიის ჯარში. ომის დასრულებისა და იაპონიის მარცხის შემდეგ, სოსუკე უნომ პოლიტიკურ კარიერას მიჰყო ხელი. იაპონიის პარლამენტში უნო 1960 წელს აირჩიეს.[1]

უნოს მთავარ ქმედებად პრემიერის პოსტზე ითვლება მოხმარების გადასახადის შემოღება, რამაც განარისხა ამომრჩევლები და გამოიწვია იაპონიის სოციალისტური პარტიის გამარჯვება 1989 წელს ტოკიოს მეტროპოლიის არჩევნებში. უნოს მთავრობამ შემოიღო ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ, ტიანანმენის მოვლენების შემდეგ.[1]

იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სოსუკე უნო შეცვალა ტოშიკი კაიფუმ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]