უნგრეთის მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგეტის ფესტივალი, 2006 წელი.

უნგრეთის მუსიკას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ხალხური, პოპულარული და კლასიკური მუსიკის განვითარებაში. ხალხური მუსიკა უნგრელებისთვის წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ნაწილს და დიდი ადგილი უკავია უნგრეთის მუსიკაში.[1][2] ის განსაკუთრებით ძლიერია საბოლჩ-სატმარ-ბერეგის მედიეში და ისტორიული რეგიონის ტრანსდანუბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ყოველწლიური კარნავალი ბუშოიარაში რომელიც ქალაქ მოხაჩში ტარდება, უნგრეთის მასშტაბით ხალხური მუსიკის ყველაზე დიდი ღონისძიებაა.

უნგრული კლასიკური მუსიკა დიდი ხნს განმავლობაში წარმოადგენდა ხალხური მუსიკიდან აღებული მოტივების ექსპერიმენტებს.[3] უნგრეთის მაღალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ დასავლეთ ევროპის კულტურის გავლენის ქვეშ და ეროვნულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა პროვინციალიზმად ითვლებოდა. უნგრელმა კომპოზიტორებმა ეროვნული კლასიკური მუსიკის შექმნა XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს.[4] ყველაზე ცნობილი უნგრელი კომპოზიტორები ბელა ბარტოკი და ზოლტან კოდაი მუსიკაში ეროვნულ მოტივებს აქტიურად იყენებენ. ბარტოკი ხალხურ მუსიკას მთლიან აღმოსავლეთ ევროპაში აგროვებდა. კოდაი უფრო გამორჩეულად უნგრული მუსიკის შექმნით იყო დაინტერესებული.

უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში (1949–1989) იდეოლოგიური მიზეზებისთვის მუსიკის ცენზურა ხდებოდა. კომუნისტური ერის შემდეგ უნგრულმა მუსიკამ დაიწყო განვითარება. გამოჩენილი წარმომადგენლები ჰყავს ჯაზში: მესაყვირე რუდოლფ ტომსიტსი, პიანისტ-კომპოზიტორი კაროლი ბინდერი; მოდერნიზებულ უნგრულ ფოლკში: ფერენც სებო და მარტა სებესტიენი; როკში: ილესი, მეტრო და ომეგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bartók, Béla (1981). Hungarian Folk Music. Ams Pr. ISBN 0-404-16600-8. 
  • Dobszay, László (1993). A History of Hungarian Music. Corvina. ISBN 963-13-3498-8. 
  • Káldy, Gyula (1902). History of Hungarian Music. Reprint Services Corp. ISBN 0-7812-0246-9. 
  • Kodály, Zoltán (1960). Folk Music of Hungary. Barrie and Rockliff. 
  • Sárosi, Bálint (1986). Folk Music: Hungarian Musical Idiom. Corvina. ISBN 963-13-2220-3. 
  • Szemere, Anna (2001). Up From the Underground: The Culture of Rock Music in Postsocialist Hungary. Penn State University Press. ISBN 0-271-02133-0. 
  • Szitha, Tünde (2000). A magyar zene századai (The Centuries of the Hungarian Music). Magus Kiado. ISBN 963-8278-68-4. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Broughton, pg. 159.
  2. Szalipszki, pg.12.
  3. Szabolcsi, The Specific Conditions of Hungarian Musical Development
  4. Szabolcsi