უნაგირასოკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნაგირასოკო
Helvella lacunosa 1977.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: Pezizomycetes
სახეობა: უნაგირასოკო
ლათინური სახელი
Helvella lacunosa
Toxic.png

უნაგირასოკო (ლათ. Helvella lacunosa) — ქუდიანი სოკო ჰელველასებრთა ოჯახისა. კიდეები თავისუფალია ან ოდნავ შეზრდილია ფეხთან, ნაცრისფერია. გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ალპურ და ზომიერ სარტყლებს. გვხვდება ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ევროპაში,[1] იაპონიასა[2] და ჩინეთში.[3] იზრდება ფიჭვის, მუხისა და სოჭის ტყეებში გაზაფხულიდან შემოდგომაზე. აღსანიშნავია, რომ უნაგირასოკო დაფიქსირებულია ზამთარში კალიფორნიის შტატში.[1]

დიამეტრი 2-იდან 8 სმ-მდეა. ფეხის სიგრძე 2-5 სმ სანტიმეტრისაა.[4] ცილინდრული ან კუთხიან-წიბოიანი, ფუყე, მოთეთრო ან მონაცრისფრო. იჭმება, თუმცა შეიცავს მომწამვლელ, შხამიან ნივთიერებას; ამიტომ მომზადებამდე სოკო წვრილად უნდა დაიჭრას. შემდეგ 5-10 წუთის განმავლობაში წყალში მოიხარშოს, ხოლო ნახარში გადაიღვაროს.[4] მისი ქუდი უნაგირს წააგავს. აქედან მოდის სახელწოდებაც. პირველად აიღწერა 1783 წელს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Arora, David (1986). Mushrooms demystified: a comprehensive guide to the fleshy fungi, 2nd, Berkeley: Ten Speed Press, გვ. 815–16. ISBN 0-89815-169-4. 
  2. Nagao H. (2002). „Fungal flora in Chiba Pref., central Japan (III) Ascomycetes: Plectomycetes and Discomycetes“ (Japanese). Journal of the Natural History Museum and Institute Chiba 5: გვ. 111–32. 
  3. Zhuang WY. (2004). „Preliminary survey of the Helvellaceae from Xinjiang, China“. Mycotaxon 90 (1): გვ. 35–42. 
  4. 4.0 4.1 ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 150, თბ., 1986 წელი.