უმეცრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმეცრება ცოდნის ნაკლებობაა; ასევე უცოდნელობის, გაუთვითცნობიერებლობის მდგომარეობაა, მაგ. "დებატებში გიორგიმ წააგო, ვინაიდან ამ საგანში უმეცარი იყო". პოლიტიკაში ის თითქმის ყოველთვის მოპირდაპირე მხარის არგუმენტის დაკნინების მიზნით გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობაში ის თითქმის იდეალამდეა აყვანილი, მაგ. მე-19 საუკუნის აშშ-ის "არაფრის-მცოდნეები", ასევე ზოგიერთი აგრარული გაერთიანებები. ეს როგორც წესი უარყოფაა აკადემიურისა და პროფესიულის ან სხვა გავლენიანი სტრუქტურის, რომლებთაც მიაჩნიათ, რომ ისინი სხვებზე მაღლა დგანან და ამგვარად მათთვის სამაგალითონი არიან.

ფილოსოფიაში, უმეცრების შესწავლა ცოდნის შესწავლის გვერდით დგას და ორივე მათგანი ეპისტემოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ბევრ კულტურაში გავრცელებული გამოთქმისა "არცოდნა - არცოდვაა" (ინგლ. ignorance is bliss), მრავალი რელიგია ხაზს უსვამს იმას, რომ უცოდინრობას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვინემ სიკეთე. მაგ. ისლამში უმეცრება განსაკუთრებული და თავისებური ბოროტებაა, რომლის განდევნა შესაძლებელია და თანაც ადვილი: "ეძიე ცოდნა ჩინეთამდეც კი" - მუჰამედი.

კულტურათა გზების გადაკვეთისას უმეცრება განსაკუთრებით საშიში ხდება, ვინაიდან ერთმანეთის წეს-ჩვეულებათა უცოდინრობამ შესაძლოა შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენოს საპირისპირო მხარეს. როდესაც ევროპელებმა ჩრდ. ამერიკის კოლონიზაცია დაიწყეს მრავალ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელიც უბრალო გაუგებრობას მოჰყვა. რა თქმა უნდა იყო ღირებულებათა შეუთავსებლობით გამოწვეული წინასწარ განზრახული შეჯახებებიც, თუმცა ეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც უმეცრების თანაპროდუქტი - გამოხატული რასიზმსა და არატოლერანტობაში.

ადამიანებში სხვათა ცხოვრების წესისა და პირობების უცოდინრობა, მათი გამოცდილების მნიშვნელობის გაუთავისებლობა პოლიტიკურ მეცნიერებაში მოიხილება, როგორც კონფლიქტის წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზთაგანი.

უმეცრებას ხშირად შეცდომით სისულელის სინონიმად მიიჩნევენ და ამგვარად შეურაცხყოფად თვლიან, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს მხოლოდ მოწინააღმდეგის კრიტიკაა.