უმეელვენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 460 [1] კმ |
| აუზის ფართობი | 26 814,8 [2] კმ² |
| ჩაედინება | ბოტნიის ყურე |
| ქვეყნები | |
უმეელვენი (შვედ. Umeälven) — ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე ჩრდილოეთ შვედეთში. მისი სიგრძე დაახლოებით 460 კმ-ია. სათავეს იღებს სკანდინავიის მთებში, ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე ოვერუმანის ტბიდან და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მის უდიდეს ნაწილზე, მიუყვება ევროპული ავტომაგისტრალი E12.
დინებისას, იგი გადაკვეთს სტორუმანის ტბას. მისი წყლები ფართოდ გამოიყენება ჰიდროენერგიის მისაღებად. მთავარი შენაკადია მდინარე ვინდელელვენი.
ჩაედინება ბოტნიის ყურეში, ქალაქ უმეოსთან მდებარე პატარა ქალაქ ჰოლმსუნდთან.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- (შვედური) შვედეთის მდინარეები სიგრძის მიხედვით
- (შვედური) ინფორმაცია შვედეთის მდინარეების ჩამონადენზე
- (შვედური) შვედეთის მდინარეები აუზის ფართობის მიხედვით
- (შვედური) http://www.umealven.com
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ "Umeälven" (in Swedish). Nationalencyklopedin. http://www.ne.se/ume%C3%A4lvenაკითხულია: 11 July 2010.
- ↑ Län och huvudavrinningsområden i Sverige (Swedish). SMHI. წაკითხვის თარიღი: 11 July 2010.