უმანკოების ხანა (1993 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უმანკოების ხანა“
დამდგმელი რეჟისორი მარტინ სკორსეზე
პროდიუსერი ბარბარა დე ფინა
სცენარის ავტორი ჯეი კუკსი, მარტინ სკორსეზე
ეფუძნება უმანკოების ხანა
ედით უორტონი
ტექსტს კითხულობს ჯოან ვუდუორდი
როლებში დენიელ დეი-ლუისი
უინონა რაიდერი
მიშელ პფაიფერი
მუსიკა ელმერ ბერნშტაინი
ოპერატორი მიხაელ ბალჰაუსი
მონტაჟი თელმა სქუნმეიკერი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 17 სექტემბერი, 1993
ხანგრძლივობა 139 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $30 მილიონი
შემოსავალი $32 255 440

უმანკოების ხანა (ინგლ. The Age of Innocence) — რეჟისორ მარტინ სკორსეზეს 1993 წლის ფილმი. მან ფილმი მიუძღვა მამას, ლუჩაო ჩარლზ სკორსეზეს, რომელიც ფილმის დასრულებამდე გარდაიცვალა. ფილმი ეფუძნება ედით უორტონის რომანს „უმანკოების ხანა“. ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის და ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში (უინონა რაიდერი).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება 1870-იანი წლების ნიუ-იორკში. მდიდარი იურისტი ნიულენდ არჩერი დანიშნულია ახალგაზრდა მეი უელანდზე. ერთი შედეხვით ისინი იდეალური წყვილია. მაგრამ ქალაქში ჩამოდის მეის ლამაზი ბიძაშვილი გრაფინია ელენა ოლენსკა, რომელიც ქმარს გაექცა. ნიულენდ არჩერი ეჭვს შეიტანს საკუთარ გრძნობებში და ცდილობს დაამყაროს ურთიერთობა ელენთან, მიუხედავად იმისა, რომ ელენი გარიყულია ნიუ-იორკის საზოგადოების მიერ. ქორწინებამდე მეი უელანდი ნიულენდ არჩერს ეკითხება, არის თუ არა მის ცხოვრებაში ვინმე სხვა და თხოვს, ასეთ შემთხვევაში არ დაქორწინდნენ. ნიულენდი კი სწრაფად დაქორწინებას ითხოვს, მაგრამ მალევე გამოუტყდება ელენ ოლენსკას სიყვარულში, მაგრა ელენი მას უარს ეუბნება. ნიულენდი და მეი დაქორწინდებიან. ელენ ოლენსკა თავს არიდებს ნიულენდთან შეხვედრას. როდესაც ისინი შეხვდებიან, ნიულენდი ადანაშაულებს ელენს, რომ მისი მოთხოვნის გამო აირჩია ყალბი ცხოვრება, რომლის გაძლება შეუძლებელია. გრაფინია მას უპასუხებს, რომ ის უძლებს ასეთ ცხოვრებას. ნიულენდი ელენას გაქცევას სთავაზობს, მაგრამ იცის, რომ ეს შეუძლებელია და ნებდება ბედს.ერთ-ერთ წვეულებაზე ნიულენდი მიხვდება, რომ მისი და ელენ ოლენსკას საიდუმლოს შესახებ იცის მთელმა ნიუ-იორკმა, მათ შორის მისმა ცოლმა მეიმ. ნიულენდი მეის ეტყვის, რომ შორეულ მოგზაურობაში სურს წასვლა, მაგრამ მეი მას ეტყვის, რომ ორსულადაა. 57 წლის ასაკში პარიზში ჩასული ნიულენდი იხსენებს მის არშემდგარ სიყვარულს და უარს ამბობს გრაფინია ოლენსკასთან შეხვედრაზე.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]