ულურუ (ქალაქი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ულურუ
Uluru
|
ულურუ (ინგლ. Uluru) — ქალაქი ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთი ტერიტორიის შტატში. ქალაქიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 335 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ხოლო 450 კილოემტრით არის დაშორებული რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ ალის-სპრინგსს. მდებარეობს აირეს-როკის მასივზე, ულურუ-კატა ტიუტას ეროვნული პარკში, ეს ადგილი 1987 წელს იუნესკომ აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობად და მას მსოფლიოს მემკვიდრეობათა შორის #11 ადგილი უკავია. ქალაქიდან 3 კილომეტრში მდებარეობს მღვიმე. ულურუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ავსტრალიაში, ყოველწლიურად აქ 400 000 ტურისტი ჩამოდის. ულურუში ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და უტოლდება 307.7 მმ-ს. ქალაქი მიეკუთვნება ალის სპრინგსის რეგიონის მაკდონელის საგრაფოს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
|||||||||||||