უკრაინული სტეპის თეთრი ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკრაინული სტეპის თეთრი ღორი — სახორცე-საქონე მიმართულების პირველი კულტურული ჯიში ყოფილ სსრკ-ში, გამოიყვანა აკადემიკოსმა მ. ივანოვმა 1924—1934 წლებში უკრაინული მოკლეყურა ღორის მსხვილ თეთრ ღორთან შეჯვარებით. ჯიშში 18 ხაზი და 30 ოჯახია. მსხვილი თეთრი ღორისაგან განსხვავდება სხეულის აღნაგობით და სტეპის პირობებთან შეგუებულობით. კერატის ცოცხალი მასა 300—340 კგ, ნეზვისა 210— 230 კგ. ნაყოფიერება 10—12 გოჭი, მერძეულობა 70—80 კგ. სუქებისას დღიური ნამატი 701 გ. ყოველ კგ ცოცხალი მასის მატებაზე ხარჯავს 4,12 საკვებ ერთეულს. 100 კგ აღწევს 192 დღეში. მოშენებულია ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში. იყენებენ სამრეწველო შეჯვარებისას. ტარდება მუშაობა მეხორცეულობისა და ადრეულობის გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]