უკან მოუხედავად გაიქეცი
| უკან მოუხედავად გაიქეცი Running Scared |
|
|---|---|
| რეჟისორი | უეინ კრამერი |
| პროდიუსერი | ანდრეი პფეფერი |
| სცენარის ავტორი | უეინ კრამერი |
| როლებში | პოლ უოკერი კამერონ ბრაიტი ვერა ფარმიგა ჩეზ პალმინტერი |
| კომპოზიტორი | მარკ აიშემი |
| გამოსვლის თარიღი | 2006 |
| ხანგრძლივობა | 122 წთ |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური რუსული |
უკან მოუხედავად გაიქეცი (ინგლ. Running Scared) — რეჟისორ უეინ კრამერის კინოფილმი, თრილერი. მონაწილეობენ: პოლ უოკერი, კამერონ ბრაიტი, ვერა ფარმიგა, ჩეზ პალმინტერი, კარელ როდენი. ფილმი გამოშვებულია 2006 წელს აშშ-ში.
სიუჟეტი[რედაქტირება]
მრავალი წლის განმავლობაში ნიუ-ჯერსში მცხოვრები ჯოუი გაზელი წარმატებით მოღვაწეობდა ორ ამპლუაში, როგორც მზრუნველი მეოჯახე და ბანდიტური დაჯგუფების წევრი. ნარკომოვაჭრეების გარიგების ჩაშლის შემდეგ რამდენიმე მოღალატე პოლიციელი დაიღუპება. ერთ-ერთი განგსტერი ჯოუის იარაღს გადასცემს და მის მოშორებას თხოვს. ჯოუი ცეცხლასროლ იარაღს საკუთარ სახლში ათავსებს. სიტუაცია მას შემდეგ გართულდება, რაც მეზობელი ბიჭი ჯოუის იარაღს მოპარავს თავისთან სახლში წაიღებს და იმავე საღამოს საკუთარ სახლში რამდენჯერმე გასროლას მოახდენს. ჯოუის უწევს ამ იარაღის ძებნა და მისი უკან დაბრუნება.