უკანასკნელი სიმღერა (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უკანასკნელი სიმღერა
ჟანრი დრამა,მელოდრამა
რეჟისორი ჯული ენ რობინსონი
როლებში მაილი საირუსი
გრეგ კინერი
ლიამ ჰემსვორტი
კინოსტუდია Offspring Entertainment
დისტრიბუტორი Touchstone Pictures
გამოსვლის თარიღი 31 მარტი,2010
ხანგრძლივობა 107 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 20 მილიონი $
შემოსავალი $89,041,656
IMDb პროფილი

უკანასკნელი სიმღერა(ინგ. The Last Song) — ჯული ენ რობინსონის მიერ 2010 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც წარმოადგენს ნიკოლას სპარქსის რომანის ეკრანიზაციას.წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს არის მწერლის ერთადერთი წიგნი,რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაწერა,რომ მასზე ფილმი გადაეღოთ.წიგნი 2009 წლის პირველ სექტემბერს გამოვიდა,ხოლო სპარკსმა სცენარზე მუშაობა ბევრად ადრე 2009 წლის იანვარში დაასრულა.მოხდა ისე,რომ სანამ წიგნი გამოვიდოდა ფილმი უკვე გადაღებული იყო.ფილმის ბიუჯეტი $20 მილიონს შეადგენდა,საბოლოოდ კი $88,927,198 გამოიმუშავა.2010 წლის 17 აგვისტოს ფილმი DVD-ზე გამოვიდა.პირველ კვირაში აშშ-ში 13,688,231 ასლი გაიყიდა.ფილმი გადაიღეს 2009 წლის ზაფხულში ჯორჯიას შტატში.გადაღებები 15 ივნისს დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა.

სიუჟეტი[რედაქტირება]

17 წლის ვერონიკა მილერის ცხოვრება თავდაყირა დააყენა მისი მშობლების განქორწინებამ, როდესაც მამამისმა ოჯახი მიატოვა და საცხოვრებლად ნიუ იორკის გარეუბანში გადავიდა. 3 წლის შემდეგაც კი მას უჭირს ამ მოვლენასთან შეგუება და გაუცხოებას განიცდის მშობლების მიმართ. სიტუაციის გამოსასწორებლად ვერონიკას დედა დასასვენებლად წასვლას ქმართან ერთად გადაწყვეტს. ვერონიკას მამა ყოფილი პიანისტია და შვილთან ურთიერთობის გაუმჯობესებას - მუსიკით, მათი ერთადერთი საერთო ინტერესით ცდილობს. თავგადასავლებით აღსავსე ზაფხული ოჯახს დიდ სიურპრიზს ჰპირდება.

როლებში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

წელი დაჯილდოება კატეგორია მიმღები შედეგი
2010 თინეიჯერთა რჩეული Choice Movie: Drama ყველა მსახიობი ნომინირებული
Choice Movie Actress: Drama მაილი საირუსი ნომინირებული
Choice Movie Breakout Star: Male ლიამ ჰემსვორტი მოგებული
Choice Movie: Liplock მაილი საირუსი & ლიამ ჰემსვორტი ნომინირებული
Choice Movie: Chemistry მაილი საირუსი & ლიამ ჰემსვორტი ნომინირებული
Choice Movie: Dance Scene მაილი საირუსი & ლიამ ჰემსვორტი ნომინირებული
Choice Movie: Hissy Fit მაილი საირუსი მოგებული
Choice Music: Love Song When I Look At You მოგებული
ნაიკელოდეონის ავსტრალიელი ბავშვების რჩეული Choice Movie: Fave kiss მაილი საირუსი & ლიამ ჰემსვორტი მოგებული

საუნდტრეკი[რედაქტირება]

  • OneRepublic- Tyrant
  • VHS Or Beta Bring on the Comets
  • Eskimo Joe -Setting Sun
  • Miley Cyrus- When I Look at You
  • The Paper Raincoat- 'Brooklyn Blurs
  • Ra Ra Riot- Can You Tell
  • José González- Down the Line
  • Iron & Wine- Each Coming Night
  • Miley Cyrus -I Hope You Find It
  • Maroon 5 -She Will Be Loved
  • Alpha Rev- New Morning
  • Edwin McCain- Broke Down Hearted Wonderland
  • Allstar Weekend -A Different Side Of Me
  • Valora -No Matter What
  • The Raveonettes- Heart Of Stone
  • Aaron Zigman -Steve's Theme

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]