უილკი კოლინსი
უილიამ უილკი კოლინსი (ინგლ. William Wilkie Collins 1824—1889), ინგლისელი მწერალი, 27 რომანის, 15 პიესის და 50-მდე მოთხრობის ავტორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
უილკი კოლინსი დაიბადა 1824 წლის 8 იანვარს ლონდონში, ნაკლებად ცნობილი პეიზაჟისტის, უილიამ კოლინსის ოჯახში. 17 წლისას სკოლა მიატოვა და გახდა სტაჟორი ჩაის გამყიდველ ფირმაში. მანდ გაატარა 5 წელი, ხოლო შემდეგ ლინკოლნს-ინის სასამართლოში შევიდა, და იურისპრუდენციის სწავლა დაიწყო. მამის გარდაცვლის (1847 წელი) შემდეგ, მან დაწერა მოგონებათა წიგნი „მოგონებები უილიამ კოლინსისა, ესკვაირისა“. 1850 წელს მან დაწერა თავისი პირველი რომანი „ანტონინა“. 1851 წელს დაუმეგობრდა ჩარლზ დიკენსს, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობდა. უილკი კოლინსი გარდაიცვალა 1889 წლის 23 სექტემბერს.
[რედაქტირება] შემოქმედება
უილკი კოლინსის საუკეთესო და ყველაზე ცნობილი რომანი არის „მთვარის ქვა“ (1868), რომელიც ითვლება პირველ ინგლისურ დეტექტიურ რომანად. დეტექტიური სიუჟეთი კოლინსმა აგრეთვე გამოიყენა თავის მეორე უდიდეს რომანში „ქალი თეთრში“ (1860).
[რედაქტირება] ნაწარმოებები
- „ქალი თეთრში“ (The Woman in White, 1860, რუსულზე ნათარგმნია 1957)
- „მთვარის ქვა“ (The Moonstone, 1868, რუსულზე ნათარგმნია 1947)
- „Ленивое путешествие двух досужих подмастерьев“ (The Lazy Tour of Two Idle Apprentices, 1857, დიკენსთან ერთად)
- „ჩიხში“ (No Thoroughfare, 1867, დიკენსთან ერთად, რუსულზე ნათარგმნია. 1868)
- „კანონი და ქალი“ (The Law and the Lady, 1875)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- История английской литературы, т. 2, в. 2, М., 1955.
- Пирсон Х., Диккенс, М., 1963, с. 292—317.
- Ellis S. М., Wilkie Collins, Le Fanu and others, Freeport, N. Y., 1968.
- Marshall W. Н., Wilkie Collins, N. Y., 1970.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Произведения на сайте Project Gutenberg.
- მთვარის ქვა ლიტპორტალზე