უილიამ პატრიკ სტიუარტ-ჰიუსტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ პატრიკ სტიუარტ-ჰიუსტონი
William Patrick Stuart-Houston
(მშობლიური გვარი ჰიტლერი)
1911 - 1987 (76 წლის)
უილიამ ჰიტლერი სამხედრო ფორმაში.jpg
უილიამ პატრიკ ჰიტლერი აშშ-ის საზღვაო ფლოტის ფორმაში
მეტსახელი ვილი
დაბ. ადგილი ლივერპული, გს
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება Flag of the NSDAP (1920–1945).svg გერმანელი
კუთვნილება Flag of the United States.svg აშშ
ჯარის სახეობა საზღვაო ფლოტი
მოღვაწეობა 1944 – 1947
ბრძოლები/ომები II მსოფლიო ომი
ჯილდოები

მეწამული გული
II მსოფლიო ომის მედალი

კავშირი ალოისი (მამა)
ჰაინცი (ნახევარძმა)
ადოლფი (ბიძა)
უილიამ პატრიკ ჰიტლერი 18 წლის ასაკში

უილიამ პატრიკ "ვილი" სტიუარტ-ჰიუსტონი (მშობ. გვარი: ჰიტლერი) (12 მარტი 1911 – 14 ივლისი 1987) — ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი. უილიამი დაიბადა ლივერპულში, მისი მშობლები იყვნენ ალოის ჰიტლერი და ალოისის პირველი ცოლი ბრიჯიტ დაულინგი. მოგვიანებით უილიამი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი გაიქცა, ბოლოს კი ამერიკაში დასახლდა, სადაც საზღვაო ფლოტში ჩაირიცხა და მეორე მსოფლიო ომში მესამე რაიხის წინააღმდეგ იბრძოდა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

ალოის ჰიტლერისა და ბრიჯიტ დაულინგის შვილი დაიბადა ლივერპულში. ალოისი და ბრიჯიტი ერთმანეთს დუბლინში 1909 წელს შეხვდენენ (ალოისი იმ დროს დუბლინში ცხოვრობდა). ისინი მერილებონში დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ლივერპულში გადავიდნენ, სადაც მათი ვაჟი უილიამი დაიბადა 1911 წელს.

მათი ბინა 102 "Upper Stanhope" ქუჩაზე მდებარეობდა, რომელიც გერმანული საჰაერო დაბომბვის დროს განადგურდა 10 იანვარს, 1942 წელს. ბრიჯიტმა დაწერა მანოსკრიპტი, რომელსაც ერქვა: "ჩემი სიძე ადოლფ ჰიტლერი". სადაც ის წერდა, რომ ადოლფი მასთან და ალოისთან ლივერპულში გადავიდა საცხოვრებლად და იქ 1912 წლის ნოემბრიდან 1913 წლის აპრილამდე ცხოვრობდა, როგორც ბრიჯიტმა აღნიშნა ამის მიზეზი ავსტიაში სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდება იყო.[1]

1914 წელს, ალოისმა ბრიჯიტი და მათი ვაჯი მიატოვა ევროპის სათამაშო ტურის გამო. მოგვიანებით ალოისი გერმანიაში დაბრუნდა, პირველი მსოფლიო ომის გამო ვერ ხერხდებოდა ერთმანეთთან კავშირი, ალოისმა ოჯახი მიატოვა, რის გამოც უილიამის გაზრდა მის დედას ალოისის გარეშე მოუწია. ალოისმა ხელახლა იქორწინა, 1920 წლისთვის კი ალოისმა ძველ ოჯახთან კონტაქტი აღადგინა და ბრიჯიტს წერილი მისწერა, სადაც ის სთხოვდა რომ უილიამი მასთან ვაიმარის რესპუბლიკაში გაეგზავნა. საბოლოოდ 1929 წლისთვის როდესაც უილიამი 18 წლის იყო ბრიჯიტი დათანხმდა ალოისს. იმ დროისთვის ალოისს მეორე ცოლისგან კიდევ ერთი ვაჟი ჰაინც ჰიტლერი ჰყავდა, ჰაინცი მისი ნახევარძმისაგან განსხვავებით ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ერთგული იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში პატიმრობის, დაკითხვებისა და წამების შემდეგ გარდაიცვალა.

ნაცისტური გერმანია[რედაქტირება]

1920 წელს უილიამ პატრიკ ჰიტლერი გერმანიაში დაბრუნდა რათა მისი ბიძის ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკური წინსვლით ესარგებლა. ადოლფმა უილიამს ბანკში სამუშაო დააწყებინა. მოგვიანებით უილიამი ოპელის ავტო ქარხანაში მუშაობდა, ამის შემდეგ კი იმავე სფეროში ავტომობილების დილერად განაგრძო მუშაობა. მაგრამ უილიამი ამ სამუშაოებით უკმაყოფილო იყო და ბიძისგან უკეთეს სამუშაოს მოითხოვდა, თან ადოლფს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა რომ თუ უკეთეს სამუშაოს არ მოუძებნიდა ის ოჯახის უხერხულ ისტორიებს გაზეთებს მიჰყიდდა.

1938 წელს ადოლფმა უილიამს ბრიტანეთის მოქალაქეობაზე უარი თქმა სთხოვა და სანაცვლოდ მაღალი რანგის სამუშაოს დაპირდა. ამ ხაფანგში გაბმის შემდეგ უილიამმა გადაწყვითა ნაცისტური გერმანიიდან გაქცეულიყო ის კვლავ შეეცადა ადოლფის დაშანტაჯებას და ეუბნებოდა რომ პრესას მისი ბაბუის (მამის მხრიდან) შესახებ ეტყოდა, რომელიც უილიამის თქმით ებრაელი იყო. ლონდონში დაბრუნების შემდეგ მან გამოაქვეყნა სტატის სახელწოდებით "რატომ მძულს საკუთარი ბიძა".[2]1938 წელს უილიამ პატრიკ ჰიტლერი ისევ დაბრუნდა გერმანიაში სავარაუდოდ, როგორც ბრიტანეთის აგენტი. თუნცა 1930-ან წლებში უილიამის როლი გერმანიაში უსაფუძვლო იყო.

1939 წელს ბრიტანელი აგენტის დახმარებით უილიამი გერმანიიდან გაიქცა. მოგვიანებით ის და მისი დედა ბრიჯიტი შეერთებულ შტატებში გამომცემელ უილიამ რენდოლფ ჰერსტის მიწვევით ჩავიდნენ.[2] მეორე მსოფლიო ომის გამო ისინი ამერიკაში დარჩნენ, მოგვიანებით კი 1944 წელს ფრანკლინ რუზველტის თხოვნით უილიამი აშშ-ის საზღვაო ფლოტში ჩაეწერა.

ისტორიის თანახმად, როდესაც უილიამი კომისარიატში მივიდა და საკუთარი თავი წარუდგინა და უთხრა რომ ჰიტლერი იყო, ოფიცერმა ღიმილით უპასუხა: "მიხარია თქვენი ნახნა ჰიტლერ, ჩემი სახელია ჰესი".[2]

მოგვიანებითი ცხოვრება[რედაქტირება]

უილიამ პატრიკ ჰიტლერი 1947 წლამდე საზღვაო ფლოტში ფარმაცევტად მასახურობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი დაიჭრა.[2]

საზღვაო ფლოტიდან წამოსვლის შემდეგ, უილიამმა გვარი სტიუარტ-ჰიუსტონით შიაცვალა, დაქორწინდა და საცხოვრებლად ლონგ-აილენდში გადავიდა, სადაც მას და მის ცოლს ოთხი ვაჟი შეეძინათ.[3]

უილიამი დაქორწინდა ფილეს ჟან-ჟაკზე, რომელიც დაიაბა 1920-იან წლებში გერმანიაში (გარდაიცვალა 2004 წელს).[4] უილიამი და ფილეს 1947 დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი 1949 წელს შეეძინათ ვაჟი ალექსანდრე ადოლფი. მათ კიდევ სამი ვაჟი ეყოლათ: ლუისი (დაბ. 1951), ჰოვარდ რონალდი (1957-1989) და ბრაიან უილიამი (დაბ. 1965).[2][5]

უილიამ პატრიკ "ვილი" სტიუარტ-ჰიუსტონი გარდაიცვალა 1987 წლის 14 ივლისს ნიუ-იორკში, მისი ნეშთი დაკრძალესი მისი დედის ბრიჯიტ დაულინგის გვერდით, წმ. თეოფილეს სასაფლაოზე ნიუ-იორკში, უილიამის მეუღლე ფილეს ჟან-ჟაკი კი გარდაიცვლა 2004 წლის 2 ნოემბერს.[6] უილიამის შვილი ჰოვარდ რონალდ სტიუარტ-ჰიუსტონი შიდა შემოსავლების კრიმინალის და სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალური აგენტი, დაიღუპა ავტო კატასტროფაში 1989 წლის 14 სექტემბერის, მას შვილი არ ჰყოლია.[7] ჰოვარდი დაკრძალულია წმ. თეოფილეს სასაფლაოზე ნიუ-იორკში. უილიამ პატრიკის არც ერთ ვაჟს შვილი არ ჰყოლია, ალექსანდრემ რომელიც სოციალურ მუშაკად მუშაობს განაცხადა, რომ მათ გაზრახ გადაწყვიტეს ჰიტლერის მოდგმის დასრულება, როგორც ვარაუდობენ ეს გამიზნული შეთანხმებაა რომელიც დიდი ხანია დაიდო.[2][8]

მედია[რედაქტირება]

ოჯახის ისტორიები და ბრიჯიტის მემუარები პირველად მაიკლ იუნგერმა ლივერპულის ყოველდღიურ გაზეთში გამოაქვეყნა.[9] იუნგერმა ასევე შეასწორა ბრიჯიტის მემოარება და გამოაქვეყნა სათაური: "ბრიჯიტ ჰიტლერის მემოარები". მემოარების სრული ვერსია 2011 წელს გამოქვეყნდა სათაური "ლივერპულის ჰიტლერები".[10]

2005 წლის ოქტომბერში მოამზადა ერთ საათიანი დოკუმენტური ფილმი "ჰიტლერის ოჯახი" რომელიც ეხებოდა ადოლფ ჰიტლერთან პარტიკის და მისი ნათესავების ურთიერთობას.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მარკ ვერმერენი. „ჰიტლერი ახალგაზრდობა, მისი ოჯახი და წინაპრები“. ISBN 978-90-5911-606-1
  • დეივიდ გარდენი. „უკანასკნელი ჰიტლერები“. ISBN 0-9541544-0-1
  • ჯონ ტოლანდი. „ადოლფ ჰიტლერი“. ISBN 0-385-42053-6
  • ოლივერ ჰარმბურგი, ტიმოთი რეიბექი, ფლორიან ბეიერლი. „ჰიტლერის ოჯახი - დიქტატორის ჩრდილქვეშ“. 2006წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მაკარტნი, ტონი. „ჰიტლერი: ებრაელი ნათესავები“. Irish Roots. წაკითხვის თარიღი: 2010-10-22. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 "ოჯახის არამზადა? ჰიტლერის ბიძაშვილის აღზევება და დაცემა"“ (ინგლისური). The Independent. წაკითხვის თარიღი: 14 აგვისტო 2007. 
  3. ლერერი, სტივენ (2002). ჰიტლერის ხედვები: ქალაქის გზამკვლევი (ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ). McFarland, გვ. 224. 
  4. უილიამ პატრიკ ჰიტლერი. ენა:გერმანული. წაკითხვის თარიღი: 17 აგვისტო 2007.
  5. სტეფან ჰელდერის შთამომავლები. ენა:ინგლისური. ფორმატი:PDF. წაკითხვის თარიღი:17 აგვისტო 2007.
  6. უილიამ პატრიკ სტიუარტ-ჰიუსტონის გვერდი. Findagrave.com. წაკითხვის თარიღი:24 იანვარი 2008.
  7. "გარდაცვლილი ოფიცრების მემორიალი... სპეც-აგენტი ჰოვარდ რონალდ სტიუარტ-ჰიუსტონი". Odmp.org. წაკითხვის თარიღი:4 მაისი 2007
  8. "გავიცნოთ ჰიტლერები". The Daily Telegraph. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი 2002
  9. "თქვენი ისტორია: ადოლფ ჰიტლერი - სტუმრობდა იგი ლივერპულ 1912-13-იან წლებში?". BBC Legacies - Liverpool. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 2004
  10. "ფილიპ სევილი (1930-)". BFI Screenonline. წაკითხვის თარიღი: 2006
  11. ძიება ჰიტლერის შესახებ. Nytimes.com. წაკითხვის თარიღი: 9 აპრილი 2006