უთო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახშირზე მომუშავე უთო XIX საუკუნის დასასრულს, XX საუკუნის დასაწყისში

უთო — ერთ-ერთი ელექტრონული მოწყობილობათაგანი, რომელიც ტანისამოსის, ფარდების და სხვა მატერიების გასწორება-დაუთოვებისათვის გამოიყენება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უთოების მუზეუმი. რუსეთი

უთო გამოგონილი იქნა დიდი ხნის წინათ. ძვ. წ. IV საუკუნეში ძველმა ბერძნებმა შექმნეს ტანისამოსის და სხვა სახის ქსოვილების ნაკეცების გასასწორებელი მეტალის მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ გაცხელების შემდეგ შესანიშნავად ასრულებდა შემქმნელების ჩანაფიქრს. XVIII—XIX საუკუნეში უთო თანამედროვეობასთან ძალიან ახლოს მდგომ ლითონის იარაღს წარმოადგენდა, მას გაზზე ან ღუმელზე აცხელებდნენ.

XVIII საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა უთო, რომელშიც გავარვარებული ნაკვერჩხლები თავსდებოდა. ყველაზე გავრცელებული იყო გასათბობი უთოები - ისინი ღუმელში იდგმებოდა და ასე ცხელდებოდა. თუმცა იმ დროისთვის ყველაზე ძვირფასს მაინც სპირტის უთო წარმოადგენდა - XIX საუკუნეში მისთვის საკმაოდ ძვირ საფასურს ცხვარსაც კი არ იშურებდნენ. პირველი ელექტრონული უთო გამოჩნდა 1882 წელს გამომგონებელ ჰენრი სილის წყალობით.

კონტროლის სკალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგალითი (აღებულია თანამედროვე მოწყობილობის ინსტრუქციიდან):

სიმბოლო ტემპერატურა, °C
o 75…115
oo 105…155
ooo 145…205

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უთო&oldid=4072796“-დან