უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია, უზსე (უზბ. Oʻzbek Sovet Ensikopediyasi) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია უზბეკურ ენაზე. გამოიცა ტაშკენტში 1971-1980 წლებში 14 ტომად უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის მიერ. 1-9 ტომების მთავარი რედაქტორია ი. მუმინოვი, ხოლო 10-14 ტომებისა კ. ზუფაროვი. ენციკლოპედიის საფუძველზე 1988 წელს გამოიცა ერთტომეული ცნობარი „უზბეკეთის სსრ“ უზბეკურ ენაზე, რომელსაც წინ უსწრებდა 1981 წელს გამოცემული იმავე სახელწოდების რედაქცია რუსულ ენაზე. ენციკლოპედია შედგენილია ტრადიციულად, ანბანურად, და ასახავს ცოდნის ყველა დარგს. იგრძნობა სახელმწიფო იდეოლოგიური გავლენა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедія უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია 17 1927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедияси უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია 14 1971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարան სომხური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыя ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1975—1987
Latvijas padomju enciklopēdija ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია 11 1981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясы ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია 10 1972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedija ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1976—1985
Түркмен совет энциклопедиясы თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1970—1981
Энциклопедияи советии тоҷик ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1978—1988
Eesti nõukogude entsüklopeedia ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია 8 ; 10+5 1968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясы ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია 6 1976—1980
Сибирская советская энциклопедия ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია 4 (დაგეგმ: 6) 1929—1933

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]