უზანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უზანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ცხრატყავასებრნი
ლათინური სახელი
Viburnum lantana

უზანი[1] (ლათ. Viburnum lantana) — ცხრატყავასებრთა ოჯახის, ძახველის გვარის საშუალო ზომის ბუჩქი (1-4 მ), ელასტიური, დრეკადი ტოტებით. ნორჩ ყლორტებზე გამოაქვს 6-7 სმ სიგრძის კვერცხისებრი ფოთლები, ზევიდან ღია მწვანე, ქვევიდან ღია ნაცრისფრად შებუსული. ივნისში გამოაქვს ფარისებრ თანაყვავილედში შეკრებილი სასიამოვნო სურნელის თეთრი თანაზომიერი ყვავილები. ქოლგად შეკრული მწვანე მრგვალი, მობრტყო ნაყოფი აგვისტოს ბოლოს იწყებს გაწითლებას, მწიფობაში კი ღებულობს პრიალა შავ შეფერილობას. უზანი მზის მოყვარული მცენარეა, ძირითადად გვხვდება მთის ზემო სარტყელში, სუბალპურ და ალპურ ბუჩქნარებსა და კორომებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Waldbäume, Sträucher und Zwergholzgewächse, Heidelberg, გვ. 231

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უზანი&oldid=2662129“-დან