უეფა ევრო 2008: ფინალი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უეფა ევრო 2008–ის ფინალი გაიმართა 2008 წლის 29 ივნისს ერნსთ–ჰაპელის სტადიონზე, ვენაში, ავსტრია და გამოვლინდა უეფა ევრო 2008–ის გამარჯვებული, ესპანეთის დროშა ესპანეთი

ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრები 1:0 დაამარცხა და 1964 წელს მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

ლუის არაგონესის გუნდის ფეხბურთელების წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ მათ მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს, ეს კი 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ტრიუმფს საფრანგეთმა მიაღწია, პირველად მოხდა.

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში რუსეთს, შვედეთსა და საბერძნეთს აჯობა, ფინალამდე კი გზიდან იტალია და იგივე რუსეთი ჩამოიტოვა. მათი უპირატესობა ევრო-2008-ს ფინალურ მატჩშიც აშკარა გახლდათ, როდესაც მათ გერმანიის ეროვნულ გუნდს აშკარად აჯობეს. გერმანიამ ასე რომ ვთქვათ, ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა

ჩემპიონატის ბომბარდირ, დავიდ ვილიას არყოფნაში, არაგონესმა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ფერნანდო ტორესი გაამწესა, თუმცა, ამით ესპანელთა შეტევებს სიმწვავე ნამდვილად არ დაჰკლებია. იგი თანაგუნდელთა ლამის ყველა პასს იმორჩილებდა და არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე გერმანელი მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა.

მოგვიანებით ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახალებული ტორესის დაუცხრომლობამ შედეგი მატჩის 33-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მან ლამი უკან მოიტოვა, შემდეგ კი აშკარად დაუფიქრებლად გამოსულ ლემანსაც აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა.

ყველანაირი ლოგიკით, გოლის შემდეგ ლიოვის ფეხბურთელებს უფრო აქტიური თამაში უნდა გაეჩაღებინათ, თუმცა, გერმანიამ ეს ვერ შეძლო. მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ.

ტრავმირებული ბალაკი საკუთარ თავს არ ჰგავდა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ. ამის ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციური თამაშის ხილვა ერთ რამედ ღირდა. კვლავაც ჩინებულად გამოიყურებოდა ნახევარმცველი მარკოს სენა, რომელმაც ფინალშიც უდიდესი სამუშაო გასწია და პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ალბათ, ორიოდ სიტყვა მცველ სერხიო რამოსზეც უნდა ვთქვათ, ვინაც, საერთო ჯამში, ალბათ, საკუთართან შედარებით, მეტოქის საჯარიმოში უფრო ბევრი დრო დაჰყო და საკუთარი აქტიურობის წყალობით, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი ხიფათი შექმნა.

ამგვარად, 44 წლის განმავლობაში ევროპის საუკეთესო ტიტულს დანატრებულმა ესპანეთის ნაკრებმა სანატრელი ჯილდო მოიპოვა და მილიონობით გულშემატკივარს დაუვიწყარი სიხარული აჩუქა.[1]

[რედაქტირება] თამაშის დეტალები

29 ივნისი
22:45
გერმანიის დროშა გერმანია 0 –1 ესპანეთის დროშა ესპანეთი ერნსთ–ჰაპელის სტადიონი, ვენა
მაყურებელი: 51,428
მსაჯი: რობერტო როსეტი
ტორესი Scored after 33 minutes 33'
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
გერმანია
Team colours Team colours Team colours
Team colours
Team colours
 
ესპანეთი
გერმანიის დროშა
გერმანია:
GK 1 იენს ლემანი
RB 3 არნე ფრიდრიხი
CB 17 პერ მერტეზაკერი
CB 21 კრისტოფ მეტცელდერი
LB 16 ფილიპ ლამი შეცვლაზე გამოყვანა after 46 წუთი 46'
CM 8 ტორსტენ ფრინქსი
CM 15 ტომას ჰიცლშპერგერი შეცვლაზე გამოყვანა after 58 წუთი 58'
RW 7 ბასტიან შვაინშტაიგერი
AM 13 მიხაელ ბალაკი (კაპ.) Booked after 43 minutes 43'
LW 20 ლუკას პოდოლსკი
CF 11 მიროსლავ კლოზე შეცვლაზე გამოყვანა after 79 წუთი 79'
შეცვლები:
DF 2 მარსელ იენსენი შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'
FW 22 კევინ კურანი Booked after 88 minutes 88' შეცვლაზე შესვლა after 58 წუთი 58'
FW 9 არიო გომესი შეცვლაზე შესვლა after 79 წუთი 79'
მწვრთნელი:
გერმანიის დროშა იოახიმ ლიოვი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი:
GK 1 იკერ კასილასი (კაპ.) Booked after 43 minutes 43'
RB 15 სერხიო რამოსი
CB 4 კარლოს მარჩენა
CB 5 კარლეს პუიოლი
LB 11 ხოან კაპდევილა
DM 19 მარკოს სენა
RM 6 ანდრეს ინიესტა
CM 8 ხავი
CM 10 ფრანსესკ ფაბრეგასი შეცვლაზე გამოყვანა after 63 წუთი 63'
LM 21 დავიდ სილვა შეცვლაზე გამოყვანა after 66 წუთი 66'
CF 9 ფერნანდო ტორესი Booked after 74 minutes 74' შეცვლაზე გამოყვანა after 78 წუთი 78'
შეცვლები:
MF 14 ხაბი ალონსო შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63'
MF 12 სანტი კაზორლა შეცვლაზე შესვლა after 66 წუთი 66'
FW 17 დანი გუისა შეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78'
მწვრთნელი:
ესპანეთის დროშა ლუის არაგონესი

საუკეთესო მოთამაშე:
ესპანეთის დროშა ფერნანდო ტორესი

დამხმარე მსაჯები:
იტალიის დროშა ალესანდრო გრისელი
იტალიის დროშა პაოლო კალკანიო
მეოთხე მსაჯი:
შვედეთის დროშა პიტერ ფროიდფელდტი

[რედაქტირება] სტატისტიკა

პირველი ტაიმი
გერმანია ესპანეთი
გასული გოლები 0 1
საერთო დარტყმები 2 6
კარში დარტყმები 1 3
ბურთის ფლობა 48% 52%
კუთხურები 4 3
თამაშის დარღვევები 10 9
თამაშგარეები 0 2
ყვითელი ბარათები 1 1
წითელი ბარათები 0 0
მეორე ტაიმი
გერმანია ესპანეთი
გასული გოლები 0 0
საერთო დარტყმები 2 7
კარში დარტყმები 0 4
ბურთის ფლობა 54% 46%
კუთხურები 0 4
თამაშის დარღვევები 12 10
თამაშგარეები 5 2
ყვითელი ბარათები 1 1
წითელი ბარათები 0 0
საერთო
გერმანია ესპანეთი
გასული გოლები 0 1
საერთო დარტყმები 4 13
კარში დარტყმები 1 7
ბურთის ფლობა 52% 48%
კუთხურები 4 7
თამაშის დარღვევები 22 19
თამაშგარეებიs 5 4
ყვითელი ბარათები 2 2
წითელი ბარათები 0 0

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ესპანეთის ნაკრებმა 44-წლიანი გვალვა შეწყვიტა – გაზეთი მსოფლიო სპორტი, 30 ივნისი, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 ივნისი, 2008
უეფა ევრო 2008–ის სტადიები
ეს დაფა: იხ.  განხ.  რედ.
ჯგუფი A ჯგუფი B ჯგუფი C ჯგუფი D
პლეი-ოფი‎ ფინალი
უეფა ევრო 2008–ის ფინალისტები
ეს დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ჯგუფი A: ჩეხეთის რესპუბლიკაპორტუგალიაშვეიცარიათურქეთი
ჯგუფი B: ავსტრიახორვატიაგერმანიაპოლონეთი
ჯგუფი C: საფრანგეთისიტალიანიდერლანდებირუმინეთი
ჯგუფი D: საბერძნეთირუსეთიესპანეთიშვედეთი

პირადი ხელსაწყოები