უესტ-ჰაილენდ-უაიტ-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უესტ-ჰაილენდ-უაიტ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა შოტლანდია
თვისებები
წონა 6,8-9,1
სიმაღლე 36-41
ფერი თეთრი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

უესტ-ჰაილენდ-უაიტ-ტერიერი (ინგლ. West Highland White Terrier), საზოგადოდ ცნობილი როგორც უესტი (ინგლ. Westie) — ძაღლის ჯიში, გამორჩეული თავისი თეთრი ბეწვით. ამ ძაღლის გამოსახულებიანი ლოგო გამოყენებულია შოტლანდიური ვისკის თეთრი და შავის რეკლამაში და ასევე ფართოდ გავრცელებული ძაღლების საჭმლის ცეზარის ლოგოდ.

თეთრ ტერიერს აქვს შავი ლამაზი თვალები, რომელიც ღრმად და ფართოდ არის ჩასმული თავის ქალაში. ყურები აქვთ პატარა მოცულობის, დაცქვეტილი და ვერტიკალური.

მამრის წონა საშუალოდ 7-იდან 10 კილოგრამამდე მერყეობს, მდედრებში კი 6-იდან 8 კილოგრამის ფარგლებში. მათი სიმაღლე არის საშუალოდ 28 სანტიმეტრი. როგორც კენელ კლუბი აცხადებს, წმინდა სისხლის თეთრ ტერიერს აქვს „სტაფილოსებრი ფორმის“ კუდი რომელიც არ იდრიკება. კუდი უნდა იყოს დაახლოებით 12-დან 15 სანტიმეტრამდე.

ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ ღრმა და განიერი მკერდი, მკვრივი კიდურები და დიდი თავის ქალა, ფაქტობრივად მათი ყბა არის მაკრატლისებრი. დაბლა ყბა იხურება მაღლა ყბით, წინა კბილების გადახურვით და მაღლითი საკბეჩი კბილები იხურება დაბლითა საკბეჩი კბილების გადახურვით). კბილები ტანთან შეფარდებით დიდი ზომის აქვთ. ვესტის აქვთ კარგად ჩამოყალიბებული მკვრივი ძვლური აღნაგობა. მათ აქვთ ფუმფულა შიდა ბეწვი და გარეთა უხეში ბეწვი რომელიც დაახლოებით 5 სანტიმეტრია და საჭიროებს განუწყვეტლივ ვარცხნას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]