უესელის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უესელის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Wessel Islands
გეოგრაფია
მდებარეობა არაფურის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: 11°30′ ს. გ. 136°25′ ა. გ. / 11.500° ს. გ. 136.417° ა. გ. / -11.500; 136.417
მთავარი კუნძული მარჩინბარი
უმაღლესი წერტილი 130 მ
ტერიტორია ჩრდილოეთი ტერიტორია

უესელის კუნძულები (ინგლ. Wessel Islands) — კუნძულების ჯგუფი არაფურის ზღვაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უესელის კუნძულები მდებარეობს ნახევარკუნძულ არნემ-ლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ყველაზე დიდი კუნძულია — კუნძული მარჩინბარი (ინგლ. Marchinbar Island). დანარჩენი კუნძულებია — ელჩო (ინგლ. Elcho Island), რიმბიჯა (ინგლ. Rimbija Island), გულუვურუ (ინგლ. Guluwuru Island), რარაგალა (ინგლ. Raragala Island), სტივენსი (ინგლ. Stevens Island), ბურგუნგურა (ინგლ. Burgunngura Island), ჯეერგარეე (ინგლ. Djeergaree Island), იარგარა (ინგლ. Yargara Island), დრისდეილი (ინგლ. Drysdale Island), ჯირგარი (ინგლ. Jirrgari Island), გრეჰემი (ინგლ. Graham Island), ელჯერი (ინგლ. Alger Island), აბოტი (ინგლ. Abbott Island) და ჰაუარდი (ინგლ. Howard Island).

კუნძულები წარმოადგენენ გრძელი და ვიწრო კუნძულების ჯაჭვს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი აღწევს 130 მეტრს და მდებარეობს კუნძულ რარაგალაზე. კუნძულების ქვეშ ქანების ჯიშები შედგება კამბრიული სისტემის დანალექებისაგან. დაფარულია მწირი მცენარეულობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები აღმოაჩინეს ნიდერლანდელებმა 1636 წელს, რომლებმაც კუნძულებს სახელი დაარქვეს მათივე გემის პატივსაცემად.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები ადმინისტრაციულად შედის ავსტრალიის შტატის ჩრდილოეთი ტერიტორიის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]