უელშ კორგი პემბროკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უელშ კორგი პემბროკი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 10-12 კგ.
სიმაღლე 25-31 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

უელშ კორგი პემბროკი (ინგლ. Pembroke Welsh Corgi) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში X საუკუნეში.

უელშ კორგი პემბროკი ძალიან ჰგავს შვედურ ვალჰუნდს. შესაძლოა დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა ვიკინგებმა თან ჩაიყვანეს ამ ძაღლების წინაპრებიც. XIX საუკუნეში ამ ძაღლებს იყენებდნენ მთელ დიდ ბრიტანეთში ბაზრობებზე ნახირის გადასარეკად. უელშ კორგი პემბროკის წინაპრების ამტანობამ და ეფექტურობამ მათ შესანიშნავი მუშა ძაღლების სახელი მოუხვეჭა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ეს ჯიში სამუშაოდ გამოიყენება, ხშირად კომპანიონადაც ჰყავთ. შესაძლო გახდა, ასევე, კბენისადმი მიდრეკილების ოდნავ შემცირება.

უელშ კორგი პემბროკს აქვს საშუალო სიდიდის, მაგარი, ბოლოებში მომრგვალებული ყურები, ოვალური, ყავისფერი, საშუალო ზომის თვალები, უკუდობა მემკვიდრეობითია. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს კრემისფერი, ღია ჟღალი, ჟღალი, შავი ხორბლისფრით. უელშ კორგი პემბროკი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, კარგი მოდარაჯეა. არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ძნელად იწვრთნება. ცუდად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]