უდიური ენა
| უდური ენა Удин муз, Udin muz |
|
| გავრცელებულია | რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | 8 440[1] |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
| დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
| ენის კოდები | udi |
| ვიკისივრცე | |
უდური ენა ასევე უდიური ენა, უდების ენა (Удин Муз; Udin Muz) — ერთ-ერთი კავკასიური ენაა, რომელიც განეკუთვნება ნახურ-დაღესტნურ ენათა ლეზგიურ ჯგუფს. იგი იყოფა ორ დიალექტად — ნიჯურ და ვართაშნულ (ოღუზურ) დიალექტებად[2] [3]. უდურ ენაზე ლაპარაკობს 8 440 ადამიანი[1].
უდური ენა ითვლება უმწერლობო ენად, თუმცა დღეისათვის არსებობს ენის დამწერლობის შექმნის მცდელობები. ამჟამად, უდური ენის გავრცელების არეალი შემოიფარგლება სამი სოფლით: სოფ. ზინობიანით (საქართველო, ყვარლის რაიონი), სოფ. ოღუზით (ყოფ. ვართაშენი) (აზერბაიჯანი, გაბალის (ყოფ. კუტკაშენის) რაიონი), სოფ. ნიჯით (აზერბაიჯანი, გაბალის რაიონი). უდური ენა ძირითადად გამოიყენება სახლში — თუმცა ყველა უდი კარგად ფლობს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენას, სადაც ცხოვრობს — საქართველოში უდები ასევე ლაპარაკობენ ქართულად, რუსეთში რუსულად, ხოლო აზერბაიჯანში — აზერბაჯანულად.
უდური ენა კავკასიის ალბანეთის უძველესი ენაა. უდური ენის დამწერლობისათვის მნიშვნელოვან ფაქტს პროფ. ი.აბულაძის მიერ ”ალბანური ანბანის” აღმოჩენა წარმოადგენს. მისი შემდგომი გამოკვლევა ჩატარდა ა.შანიძის მიერ (”Новооткрытый алфавит кавказских албанцев и его значение для науки” (”ენიმკის მოამბე”, IV, ნაკვ. I, თბილისი, 1938 წ.), თუმცა ამ საკითხის განხილვა დღესაც გვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში (იხ. ზ. ალექსიძე ”ალბანური ენის გრამატიკული და ლექსიკური აღწერა (წინასწარი შენიშვნები)” (ენათმეცნიერების ძიებანი, IV, თბილისი, 2001), ”კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა” (თბილისი, 2003), რ. ლოლუა ”კავკასიის ალბანური ანბანის რიგის დადგენისათვის” (თბილისი, 2007) და სხვ.)
სექციების სია |
დიალექტები [რედაქტირება]
უდურ ენას გააჩნია ორი დიალექტი — ნიჯური და ვართაშნული (ოღუზური). ნიჯური დიალექტი იყოფა სამ ქვედიალექტად — ქვემო, შუა და ზემო, თუმცა სამივე ქვედიალექტი გადასახლებების გამო შეერწყა ერთმანეთს. ვართაშნული დიალექტი ასევე იყოფა ორ ქვედიალექტად — იგულისხმება ვართაშნული და ოქტომბრული. მათი დაყოფა უფრო პირობითია, რადგანაც უდების გადასახლება ზინობიანში (ყოფილ ოქტომბერში) მოხდა ვართაშნიდან 1922 წელს.
დამწერლობა [რედაქტირება]
დღეს უდურ ენას არ გააჩნია დამწერლობა, თუმცა ისტორიულად კავკასიურ ალბანურ ენას (რომლის ახლო ნათესავია ძველუდიური ენა) ჰქონდა 52 ასოსგან შემდგარი ანბანი. ამ ანბანის გამოყენებით ითარგმნა ბიბლია, ალბანურ ენაზე იმართებოდა ღვთისმსახურება, თუმცა შემდგომ ენა და დამწერლობა გაქრა.
დამწერლობის ვარიანტები [რედაქტირება]
კირილიცის გამოყენებით [რედაქტირება]
| A | Аъ | Аь | Б | В | Г | Гъ | Гь | Д | Дж |
| ДжӀ | Дз | Е | Ж | ЖӀ | З | И | Й | К | Ҝ |
| КӀ | Къ | Л | М | Н | О | Оь | П | ПӀ | Р |
| С | Т | ТӀ | У | Уь | Ф | Х | Хъ | Ц | Ц' |
| ЦӀ | Ч | Ч' | ЧӀ | Чъ | Ш | ШӀ | Ы |
ლათინურის გამოყენებით [რედაქტირება]
| A a | B b | C c | Ç ç | D d | E e | Ə ə | F f |
| G g | Ğ ğ | H h | X x | I ı | İ i | Ҝ ҝ | J j |
| K k | Q q | L l | M m | N n | O o | Ö ö | P p |
| R r | S s | Ş ş | T t | U u | Ü ü | V v | Y y |
| Z z | Ц ц | Цı цı | Eъ eъ | Tı tı | Əъ əъ | Kъ kъ | Pı pı |
| Xъ xъ | Şı şı | Öъ öъ | Çı çı | Çъ çъ | Ć ć | Jı jı | Zı zı |
| Uъ uъ | Oъ oъ | İъ iъ | Dz dz |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=udi
- ↑ Языки мира: Кавказские языки. М., 1999. (Е. Ф. Джейранишвили. Удинский язык (сс. 453—458).)
- ↑ Панчевидзе В. Н., Джейнарошвили Е. Ф. — Удинский язык//Языки народов СССР. Т.4, Иберийско-кавказские языки М., 1967 г.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- გ. ვოროშილი, გ. გუქასიანი. უდიურ-აზერბაიჯანულ-რუსული ლექსიკონი. ბაქო, 1997
- ა. მ. დირი. უდიური ენის გრამატიკა // СМОМПК. თბილისი, 1904, გამ. 30
- ევგ. ჯეირანაშვილი. უდიური ენა // მსოფლიოს ენები. კავკასიური ენები. მოსკოვი, 1999
- ი. ვ. კუზნეცოვი. „აგვანური (კავკასიურ-ალბანური) ანბანის შესწავლისთვის“
- ბ. ბ. ტალიბოვი. „უდიური ენა“. რუსეთის ფედერაციისა და მეზობელ ქვეყანათა ენების ენციკლოპედია. ტომი 3. მოსკოვი, 2005, გვ. 178—187
- Schiefner, A. Versuch über die Sprache der Uden. St. Petersburg, 1863. (ა. შიფნერი. უდიების ენის აღწერა (გერმანულ ენაზე)
- ა. მ. დირი. უდიური ენის გრამატიკა. თბილისი, 1903
- ვ. ლ. გუქასიანი „უდინთა სამენიანოობისთვის“. მოსკოვი, 1972, გვ. 286-295
- ე. ჯეირანიშვილი, უდიური ენა. გრამატიკა. ქრესტომათია. ლექსიკონი. თბილისი, 1971
- ვლ. ფანჩვიძე, უდურის გრამატიკული ანალიზი. თბილისი, 1974
- მ. ქურდიანი, ალბანური ასომთავრული (გრაფიკული სტრუქტურა და გენეზისის პრობლემა). არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 52-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1993
- И.К. Абуладзе, "К открытию алфавита кавказских албанцев". Известия института языка, истории и материальной культуры им. Акад. Н.Я. Марра, №4, Тбилиси, 1938