უგანდის გეგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორ ჰერცლი - სიონისტური მოძრაობის დამფუძნებელი
ჯოზეფ ჩემბერლენი - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, გეგმის ინიციატორი

უგანდის გეგმა – პროგრამა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ შესთავაზა სიონისტურ მოძრაობას 1903 წელს, რომლის მიხედვითაც ებრაული სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე და მისთვის უნდა ეწოდებინათ უგანდა.

შეთავაზება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წლის 14 აგვისტოს ბრიტანეთის კოლონიების მინისტრმა ჯოზეფ ჩემბერლენმა სიონისტური მოძრაობის პრეზიდენტს თეოდორ ჰერცლს შესთავაზა ებრაელების განსახლება აღმოსავლეთ აფრიკაში.

მკვლევრების აზრით, ბრიტანეთის ეს შეთავაზება ემსახურებოდა რამდენიმე მიზანს. ძირითადი მიზანი იყო აღმოსავლეთი აფრიკის, როგორც ბრიტანეთის კოლონიის განვითარება და აქ რკინიგზის მშენებლობა. გარდა ამისა, ბრიტანეთს ბრიტანეთის აფრიკაში თეთრკანიანი მოსახლეობის მოზიდვა სურდა, რათა თავისი კოლონიზაცია გაეძლიერებინა.

სიონისტების დამოკიდებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამა შეხვდა მტკიცე წინააღმდეგობას მეექვსე სიონისტურ კონგრესზე. იდეას მხარი დაუჭირა თ. ჰერცლმა, იგი აპირებდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ბრიტანეთის მთავრობასთან და იმედოვნებდა შემდეგ მის მხარდაჭერას, რათა შეექმნა ებრაული დასახლებები ელ-არიშსა და პალესტინაში. რუსეთის სიონისტთა უმრავლესობა, რომელთაც იეხიელ ჩლენოვი და მენახემ უსიშკინი მეთაურობდნენ, გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა. საერთო ჯამში 295 დელეგატიდან 172 წინააღმდეგი იყო, ხოლო 123 მომხრე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]