უაიჰეკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უაიჰეკეს კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Waiheke Island
NZ-Waiheke I.png
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 36°48′ ს. გ. 175°06′ ა. გ. / 36.800° ს. გ. 175.100° ა. გ. / -36.800; 175.100
ფართობი 92 კმ²
სიგრძე 19,3 კმ
სიგანე 0,64–9,65 კმ
სანაპიროს სიგრძე 133,5 კმ
უმაღლესი წერტილი 231 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 8730 (2011)
სიმჭიდროვე 94,89 ად. /კმ²

უაიჰეკე (ინგლ. Waiheke Island) — კუნძული ახალ ზელანდიაში, ჰაურაკის ყურეში, მდებარეობს ქალაქ ოკლენდიდან 17,7 კმ-ში.[1] ადმინისტრაციულად შედის ოკლენდის რეგიონი შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის თანამგზავრული ფოტო, 2002 წ.

კუნძული სიდიდით მეორეა ჰაურაკის ყურეში გრეიტ-ბარიერის კუნძულის შემდეგ. უაიჰეკე ჩრდილოეთ კუნძულის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 19,3 კმ-ზეა გადაჭიმული, სიგრძე 26 კმ-ია, ხოლო ფართობი კი 92 კმ². სანაპირო ხაზის სიგრძე 133,5 კილომეტრია, საიდანაც 40 კმ პლაჟებს უჭირავს.[2]

უაიჰეკეს ზედაპირი მთაგორიანია. უმაღლესი წერტილი, მთა მაუნგანუი, აღწევს 231 მეტრს და მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. სანაპირო უპირატესად ციცაბოა, მაღალი კლდეებით. უაიჰეკეს ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს რამდენიმე გრძელი ქვიშიანი პლაჟი და ციცაბო კლდეები. სამხრეთი სანაპირო ძლიერად დაკლაკნილია ყურეებით, ფართე ვატებით და ჭაობებით.[3]

გეოლოგიური თვალსაზრისით, ძირითადი მთის ჯიშები, რომლებიც დევს კუნძულის საფუძველში, არის გამყარებული გრაუვაკა-ქვიშაქვა და პერმულ-ტრიასული სისტემის არგილითი.[3] თვითონ უაიჰეკე, სავარაუდოდ, წარმოიშვა მიოცენის დასაწყისში.[4]

კუნძულის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. უაიჰეკეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს თავისი სანაპირო ტყეებით ცნობილი ფაკანეფას რეგიონალური პარკი, რომელშიც იზრდება ტარაირე, კოჰეკოჰე და კანუკა. ფართე წყალ-ჭაობიან სავარგულებში გვხვდება მრავალრიცხოვანი ფრინველები, მათ შორის ახალზელანდიური ყანჩა (ლათ. Botaurus), ზოლიანი ლაინა (ლათ. Gallirallus philippensis), მაორიული მეჭვავია.[5]

უაიჰეკეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს საზღვაო ნაკრძალი ტე-მატუკუ, რომელშიც შედის ტე-მატუკუს უბე, ასევე ჰაურაკის ყურის ნაწილი. ნაკრძალის ფასეულობა მოიცავს გარემოს დიდ მრავალფეროვნებას: ზღვის წყალ-ჭაობიანი სავარგულები, სანაპირო რაიონები, პატარა ვაკიანი კუნძულები, შელფები და ჰაურაკის ყურის ღრმა წყლიანი ადგილები.[6]

ისტორია[რედაქტირება]

კუნძულის ძირძველი მოსახლეობაა ახალზელანდიელი მაორის ხალხის წარმომადგენლები, კერძოდ ტომი ტე-ური-კარაკა (თარგი:Lang-mri), რომლებიც თავიდან მისდევდნენ ნახევრად მოხეტიალე ცხოვრების წესს, ეწეოდნენ თევზჭერას, მაგრამ თანდათან გადავიდნენ ცხოვრების წესზე к оседлому და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.[7] მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები, მათ შორის საფორთიფიკაციო ნაგებობები, ანუ პა, ადასტურებენ იმას, რომ კუნძულის დასახლება ტე-ური-კარაკას ტომის მიერ მოხდა დაახლოებით 1000 წლის წინ.[8] ამ ამბის შემდეგ სულ ცოტა ხანში უაიჰეკესთან მიცურდა პოლინეზიელი მოგზაური ტოის კანოე, რომლის თანაშემწეები მოკლეს ტე-ური-კარაკას ტომის წარმომადგენლებმა მათ საპატივსაცემოდ გამართული დღესასწაულის დროს. ამისათვის ტოიმ სამაგიერო გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას და დაამყარა კონტროლი კუნძულზე. დაახლოებით ამავე დროს კუნძულს პირველად დაერქვა ტე მოტუ-არაი-როა (ინგლ. Te Motu-arai-roa; მაორი ენიდან თარგმანში — «გრძელი კუნძული-სამალავი»).[7]

დაახლოებით XIV საუკუნეში უაიჰეკე დაიპყრო ტომმა ნგატი-ჰუარერემ კორომანდელის ნახევარკუნძულიდან. XVIII საუკუნეში კუნძულზე დასახლდნენ ნგატი-პაოას ტომის წარმომადგენლები. უკვე XIX საუკუნეში უაიჰეკეს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 1000 ადამიანს.[8] მიუხედავად ამისა 1821 წელს, ნგაპუჰის ტომის ბელადის მხრიდან მუქარასთან დაკავშირებით, კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიქცა და დაბრუნდა მხოლოდ კონფლიქტის გადაწყვეტის შემდეგ. 1830 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 500 ადამიანი.[8]

კუნძულზე პირველი ევროპელები მივიდნენ 1801 წელს, როდესაც გემის «The Royal Admiral» ეკიპაჟმა შეადგინა ჩრდილოეთ სანაპიროს რუკა. დაახლოებით ამავე დროს კუნძული გახდა ცნობილი უაიჰეკე-ს სახელით, რომელიც მაორის ენიდან ითარგმნება, როგორც «კასკადური წყლები».[8] XIX საუკუნის დასაწყისში კუნძულზე გამოჩნდნენ პირველი ევროპელი კოლონიზატორები, რომლებმაც უპირველეს ყოვლისა დაიწყეს ძვირფასი ჯიშის ხეების მოჭრა (ძირითადად აგათისი). მიუხედავად ამისა უკვე საუკუნის შუაში ტყის საფარის პრაქტიკულად მთლიანი განადგურების გამო მისი მოჭრა შეწყდა.[7] 1838 წელს ტომას მაქსველმა გამოისყიდა უაიჰეკეს აღმოსავლეთი ნაწილი, და უკვე 1845 წლისთვის ევროპელი მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია 45 ადამიანს. შემდგომ წლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლდა აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც გახდა პოპულარული დასასვენებელი ადგილი ტემსის და ოკლენდის მოსახლეობისთვის. დასავლეთ ნაწილში სახლდებოდნენ უპირატესად მაორები, ასევე ევროპელი ფერმერები.[2] XIX საუკუნის ბოლოს კუნძულზე ასევე წარმოებდა მანგანუმის საბადოს ძიება.[9]

მეორე მსოფლიო ომის წლებში უაიჰეკე შედიოდა ქალაქ ოკლენდის სანაპირო დაცვის სისტემაში. აშენდა საარტილერიო ბეტონის ამბრაზურები, ასევე კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ლაბირინთების სისტემა, რომელმაც სახელად მიიღო «Stony Batter».[2][10]

ომის ბოლოს უაიჰეკეს მოსახლეობის რაოდენობამ სულ შეადგინა 835 ადამიანი. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთადერთ ორგანოდ იმ დროს რჩებოდა ავტოგზების სამმართველო, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ 1921 წელს. 1947 წელს ოკლენდის ქალაქის საბჭო კუნძულის ქალაქის შემადგენლობაში შეყვანის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ მაშინ ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოვიდნენ წინააღმდეგ.[7] მიუხედავად ამისა კუნძულზე ინფრასტრუქტურის განვითარება, მიუხედავად მისი იზოლირებისა, გრძელდებოდა: 1947 წელს დაარსდა პირველი ბანკი და ადგილობრივი გაზეთი, 1948 წელს — საბორნე კავშირი ოკლენდთან, 1949 წელს — სატელეფონო კავშირი. უკვე 1955 წლისთვის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია 2144 ადამიანს, ხოლო 1970 წელს გაჩნდა უაიჰეკეს საოლქო საბჭო, რომელმაც უზრუნველყო მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობა.[7] მაგრამ 1989 წელს საბჭო გაერთიანდა ოკლენდის ქალაქის საბჭოსთან, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში კუნძულის პოპულარობა აამაღლა ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქის მოსახლეობას შორის და გამოიწვია მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. იმავდროულად ძლიერი ბიძგი მიეცა ადგილობრივი ტურიზმის და ასევე მეღვინეობის (პირველი ვაზი უაიჰეკეზე გაჩნდა 1977 წელს) განვითარებას.[7]

დღეისათვის კუნძული უდიდესი კურორტია და ოკლენდის მაცხოვრებელთა საყვარელი დასასვენებელი ადგილია.[9]

მოსახლეობა[რედაქტირება]

2006 წლის აღწერის თანახმად უაიჰეკეზე ცხოვრობდა 7689 ადამიანი.[11] ის ყველაზე დასახლებული კუნძულია ჰაურაკის ყურეში და მესამეა მოსახლეობის რაოდენობით ახალ ზელანდიაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულების შემდეგ.[8] მოსახლეობის ძირითად ნაწილს, ანუ 82 %-ს, შეადგენენ ევროპელები; მაორების წილია — 12,3 %.[12] ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ონეროა.

2011 წელს მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 8730 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 3400 ადამიანს კი კუნძულზე დასასვენებელი სახლი აქვს.[13] კმ²-ზე 94,89 მოსახლით, იგი ახალი ზელანდიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულების შემდეგ.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Waiheke Island information. Tourism Auckland. წაკითხვის თარიღი: 13 November 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 Waiheke Island. Auckland City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  3. 3.0 3.1 Heather M. Halcrow. The Geology of Waiheke Island, Auckland // Transactions and Proceedings of the Royal Society of New Zealand. — 1956—1957. — В. Transactions and Proceedings of the Royal Society of New Zealand. — Т. 84.
  4. Heather M. Halcrow. The Geology of Waiheke Island, Auckland // Transactions and Proceedings of the Royal Society of New Zealand. — 1956—1957. — В. Transactions and Proceedings of the Royal Society of New Zealand. — Т. 84.
  5. Whakanewha. Auckland Regional Council. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  6. Te Matuku Marine Reserve. Facts. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Waiheke local history. Auckland City Libraries. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 About Waiheke Island. Tourism Auckland. Waiheke Island. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში.
  9. 9.0 9.1 Waiheke Island. Encyclopædia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  10. Counter bombardment battery. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-08-13-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  11. QuickStats About Waiheke Island. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-05.
  12. QuickStats About Waiheke Island. Ethnic groups, birthplace and languages spoken. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-22-ში.
  13. Waiheke Demographic Report Card 2011