უაიკატოს რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ჰამილტონი |
| მოსახლეობა (2011) | 413 100 კაცი |
| ფართობი | 25 000 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Waikato Region | |
უაიკატო (ინგლ. Waikato) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ზემო ნაწილში. მოიცავს უაიკატოს, ჰაურაკის ვაკეებს, კორომანდელის ნახევარკუნძულს, ტაუპოს რაიონის დიდ ნაწილსა და როტორუის რაიონს.[1] იმართება უაიკატოს რეგიონული საბჭოს მიერ.
გადაჭიმულია კორომანდელის ნახევარკუნძულიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, რუაპეჰუს მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებისაკენ. ვრცელდება ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპირომდე. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი განფენილია მდინარე უაიკატოს აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოკლენდის რეგიონი, აღმოსავლეთით — პლენტის ყურე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰოკს-ბეის რეგიონი, სამხრეთით კი მანავატუ-უანგანუისა და ტარანაკის რეგიონები. როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით უაიკატო ქვეყნის სიდიდით მეოთხე რეგიონია.[2] ფართობი 25 000 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა 413 100 ადამიანს (2011).
სახელწოდება მომდინარეობს მდინარე უაიკატოსგან, რაც მაორის ენაზე „მიმდინარე წყალს“ ნიშნავს.[3]
უმსხვილესი ქალაქია ჰამილტონი, 206,400 მოსახლით. აქ ფუნქციონირებს უაიკატოს უნივერსიტეტი.
სექციების სია |
ეკონომიკა [რედაქტირება]
უაიკატოს რეგიონის ეკონომიკა მეოთხე უდიდესია ახალი ზელანდიის რეგიონებს შორის. 2007 წლის მარტში მთლიანი რეგიონული პროდუქტი $15 606 მლნ-ს შეადგენდა.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის წყალობით, უაიკატოს ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Swarbrick, Nancy (3 June 2010). Waikato region – Overview. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. წაკითხვის თარიღი: 10 July 2011.
- ↑ About the Waikato region. Waikato Regional Council. წაკითხვის თარიღი: 2011-05-11.
- ↑ Royal, Te Ahukaramū Charles (3 May 2010). Waikato tribes – Waikato landmarks. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. წაკითხვის თარიღი: 10 July 2011.