ტყის ტბა
| ტყის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 323 მ |
| სიგრძე | 110 კმ |
| სიგანე | 95 კმ |
| ფართობი | 4.390 კმ² |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 40 ათ. კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
| გამომდინარე მდინარე | უინიპეგი |
ტყის ტბა (ინგლ. Lake of the Woods) — გამდინარე ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში. გაწოლილია დიდი ტბების დასავლეთით, აშშ-ისა (მინესოტა) და კანადის (მანიტობა) საზღვარზე. ფართობი 4.390 კმ². სიგრძე 110 კმ, სიგანე 95 კმ. მდებარეობს 323 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე.[1] სიღრმე 26 მ-მდე, უდიდესი სიღრმე — 64 მ. გეოლოგიურად წარმოადგენს აგასისის ტბის ნაშთს. ტბაში მრავალი ტყიანი კუნძულია (სულ 14 ათასზე მეტი კუნძული). ტყის ტბა დაკავშირებულია უინიპეგის ტბასთან. ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს ქალაქი კენორა (კანადა).
სანაპირო ხაზი ძლიერ დანაწევრებულია, სანაპირო ხაზის სიგრძეა 40 ათ. კმ. აღმოსავლეთ ნაპირზე გამოიყოფა დიდი ნახევარკუნძული, რომელიც ტბაში ფართოდაა შეჭრილი; აღნიშნული ნახევარკუნძული ტყის ტბას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ტბიდან გამოედინება მდინარე უინიპეგი.
ტბის სანაპიროებზე გვხვდება მრავალი სახის ფრინველი, ასევე ფართოდ არის თეთრთავა არწივი. ტბაში მოიპოვება თევზის რამდენიმე სახეობა (წერი, ქორჭილა, კალმახი და სხვ.).[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ტყის ტბა – ბრიტანიკა (ინგლისური)
- ტყის ტბა, მცირე ინფორმაცია (რუსული)