ტყის თაგვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტყის თაგვი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Apodemus sylvaticus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ტყის თაგვი (ლათ. Apodemus sylvaticus) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. სხეულის სიგრძე დაახლოებით 8-10 სმ, წონა 20-30 გრ აღწევს. კუდის სიგრძე დაახლოებით სხეულის სიგრძის შესატყვისია. ველურ ბუნებაში იკვებება მუხის, წიფლისა და ჭადრის თესლით. აქვს ყავისფერი ბეწვი; ქვემოდან შეფერილობა მოთეთროა. კისერზე აქვს პატარა მოყვითალო ფერის ლაქა. ტყის თაგვის ბუნებრივი მტერია: სახლისა და ტყის კატა, მელა, სხვადასხვა სახეობის ფრინველი და ქვეწარმავალი. ანადგურებენ ნორჩ ამონაყარს, რითაც საგრძნობი ზიანი მოაქვს ტყის მეურნეობისათვის.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტყის თაგვი – Apodemus sylvaticus (ინგლისური)
- ტყის თაგვი – Apodemus sylvaticus (ინგლისური)
- ტყის თაგვი – Apodemus sylvaticus (ფრანგული)