ტყემლის საწებელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tqemali of Georgian Cuisine.jpg

ტყემლის საწებელი — ტრადიციული ქართული სანელებლებით დამზადებული სოუსი. ძირითადად, მიირთმევენ მშრალად შემწვარ ან მოხარშულ ხორცეულთან და თევზეულთან. საწებლის ძირითადი ინგრედიენტია ტყემალი, შესაზავებლად კი ნიორი, ომბალო, ქინძი, კამა, წიწაკა და მარილი გამოიყენება. სეზონისა და ტყემლის ჯიშის მიხედვით, ან მუქი ბორდოსფერია, ან მწვანე, და ან მოვარდისფრო წითელი.

საწებელი მდიდარია ნუტრიელემენტებით: ორგანული მჟავებით, შაქრებით, ჰიდროკარბონატებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, პოლიფენოლებით, პექტინებითა და ვიტამინებით С, B1, B2, РР, E.

ლიტერატურა[რედაქტირება]