ტუხტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუხტი
Althea officinalis corimbo.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ბალბისებრნი
სახეობა: ტუხტი
ლათინური სახელი
Althaea

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტუხტი (ლათ. Althaea) — ერთ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. ტუხტის 12-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში 4 სახეობა გვხვდება, მნიშვნელოვანია სამკურნალო ტუხტი (Althaea officinalis), მისი სიმაღლე 15 აღწევს. იზრდება ტენიან ადგილებში, მდელოზე, მდინარისპირა ბუჩქნარში. თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა. მისი ფესვებიდან (Radix athaeae) დამზადებულ ფხვნილს, ნაყენს ან ნახარშს იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების დროს დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებად, იხმარება საშარდე გზების ანთების დროსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუხტი&oldid=2636614“-დან