ტუქსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუქსი

ტუქსი (Tux) — ლინუქსის ოფიციალური თილისმა, შეიქმნილი 1996 წელს ლარი იუინგის მიერ. ტუქსი მსუქანი პინგვინია, რომელიც დანაყრებული და კმაყოფილია. ლინუქსის თილისმად პინგვინის გამოყენების იდეა ოპერაციული სისტემის ბირთვის შემქმნელს, ლინუს ტორვალდს ეკუთვნის.

ტუქსი შეიქმნა ლინუქსის თილისმის შექმნისადმი გამოცხადებული კონკურსისთვის. გაიმარჯვა ლარი იუინგის მიერ თავისუფლად გავრცელებადი გრაფიკულ რედაქტორში შექმნილმა პინგვინმა. თილისმის სახელწოდება ტუქსი (Tux) ჯეიმს ჰიუზმა მოიგონა და გაშიფრა ქვემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით: "(T)orvalds (U)ni(X)".

ტუქსი, PaX–ის სიმბოლო
ტუქსი ჩიბუხით — Slackware–ის სიმბოლო

სადღეისოდ ტუქსი აღიარებული სიმბოლოა ლინუქსისა და FLOSS–ის მომხრეთა საზოგადოებაში. ის გაცილებით ცნობილია, ვიდრე, მაგალითად, GNU პროექტის ლოგოტიპი. პინგვინის იერი იცვლება სურათიდან სურათამდე: მაგალითად, PaX–ის უსაფრთხოების პაკეტში პინგვინს აქვს ჩაფხუტი, ფარი, ხელში ხმალი უჭირავს, გამოხედვა კი დემონური აქვს.

[რედაქტირება] ვიდეოთამაშები

ბევრ კომპიუტერულ თამაშში, მეტწილად შექმნილი ლინუქსის ოპერაციული სისტემისთვის პერსონაჟად გამოყენებულია ტუქსი:

[რედაქტირება] ტუქსის რამდენიმე ვარიანტი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე