ტუსცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუსციის საგრაფო (იტალ.: Tuscia; გერმ.: Tuscien / Tuszien) მოიცავდა დაახლოებით დღევანდელი ტოსკანას რეგიონს და მდებარეობდა იმჟამინდელი ლომბარდიისა და პაპის ოლქს შორის. შტაუფენების მმართველობის პერიოდში ტუსცია ლომბარდიასა და ვერონას მარკიზატთან ერთად შეადგენდა იტალიის სამეფოს, რომელიც თავის მხრივ გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო.

შტაუფენების ბატონობის ხანის შემდგომ საგრაფო დაიყო შემდეგ ქალაქ-სახელმწიფოებად: ლუკა, პიზა, ფლორენცია და სიენა.