ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

ფიდემ 1927 წლიდან გადაწყვიტა ჩაეტარებინა ტურნირები მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენად ქალთა შორის. 1927-1939 წლებში სულ ჩატარდა 7 ასეთი ტურნირი, რომლებშიც გამარჯვებული ერთი მოჭადრაკე - ვერა მენჩიკი გამოდიოდა.

1944 წელს მენჩიკი გარდაიცვალა და მსოფლიო უჩემპიონოდ დარჩა. ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კიდევ ერთი ტურნირი მსოფლიოს ახალი ჩემპიონის გამოსავლენად. ეს ტურნირი 1950 წელს მოსკოვში გაიმართა და საბჭოთა მოჭადრაკე, ლიუდმილა რუდენკოს გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ ტურნირები აღარ გამართულა და მოჭადრაკე ქალები ფიდეს მიერ შემუშვებული სისტემით (ზონალური ტურნირი, საზონათაშორისო ტურნირი, პრეტენდენტთა ტურნირი, პრეტენდენტთა მატჩები და მატჩი მსოფლიოს პირველობაზე) არკვევდნენ უძლიერესის ვინაობას.

# წელი ჩატარების ადგილი ტურნირი
I 1927 ლონდონი I ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
II 1930 ჰამბურგი II ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
III 1931 პრაღა III ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
IV 1933 ფოლკსტონი IV ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
V 1935 ვარშავა V ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VI 1937 სტოკჰოლმი VI ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VII 1939 ბუენოს-აირესი VII ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VIII 1950 მოსკოვი VIII ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე