ტურნეტრესკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტურნეტრესკი
Torneträsk
კოორდინატები: 68°19′ ჩ. გ. 19°16′ ა. გ. / 68.317° ჩ. გ. 19.267° ა. გ. / 68.317; 19.267
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 341 
სიგრძე 70 კმ
სიგანე 11 კმ
ფართობი 332 კმ²
მოცულობა 17,1 კმ³
საშუალო სიღრმე 51 
მაქსიმალური სიღრმე 168 
[1]
მედიაფაილები ვიკისაწყობში
ტურნეტრესკის მდებარეობა

ტურნეტრესკი (შვედ. Torneträsk) — ტბა შვედეთში. მდებარეობს ნორბოტენის ლენში, სკანდინავიის მთებში. ტრესკი (Träsk)ადგილობრივ ენაზე ტბას ნიშნავს (თანამედროვე შვედურ ენაზე ჭაობს). ტბის ფართობი 330 კმ²-ია, სიგრძე — 70 კმ და წარმოადგენს შვედეთის სიდიდით მეშვიდე ტბას. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ტურნეელვენი, რომელიც შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება. სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს აბისკოს ეროვნული პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — ლაპონია.

იმის გამო, რომ ტურნეტრესკი მყინვარული წარმოშობის ტბაა, მისი მაქსიმალური სიღრმე 168 მეტრია, რა მხრივაც ის მეორეა შვედეთის ტბებს შორის. დეკემბრიდან ივლისამდე ტბა როგორც წესი ყინულითაა დაფარული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sjöar och vattendrag Swedish. Vattenmyndigheten Bottenviken. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2008-09-13.