ტურნეელვენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურნეელვენი
Tornionjoki Kukkolankoski Vastarannalla Ruotsi.jpg
ქვეყნები შვედეთის დროშა შვედეთი, ფინეთის დროშა ფინეთი, ნორვეგიის დროშა ნორვეგია
სიგრძე 565 კმ
აუზის ფართობი 40 240 კმ²
ტურნეელვენის მდებარეობა

ტურნეელვენი (შვედ. Torne älv) ან ტორნიონიოკი (ფინ. Tornionjoki) — მდინარე ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში. ვხვდებით დასახელების სხვდასხვა ვარიანტს : ტურნეელვი, ტორნიელვი (შვედ.) ტორნიოიოკი, ტორნიო-იოკი (ფინ.).

მდინარის სიგრძე 565 კმ-ია, აუზი კი — 40,2 ათ. კმ². ტურნეელვენი სათავეს ტბა ტურნეტრესკიდან იღებს სკანდინავიის მთებში შვედეთ-ნორვეგიის საზღვარზე და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება ლაპლანდიის პლატოზე ბოტნიის ყურემდე. ზემო დინებაში ჩანჩქერები, ჩქერალები და მრავალრიცხოვანი ტბებია. იყინება ნოემბრიდან მაისამდე.[1]

მდინარის ქვემო დინებაში შვედეთ-ნორვეგიის საზღვარია გავლებული.

ტურნეელვენზე სამდინარო ტურიზმია განვითარებული. შესართავთან საზღვაო პორტები ტორნიო (ფინეთი) და ჰაპანანდაა (შვედეთი).[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Län och huvudavrinningsområden i Sverige (Swedish). SMHI. წაკითხვის თარიღი: 14 July 2010.
  2. "Torne älv" (in Swedish). Nationalencyklopedin. http://www.ne.se/torne-älv წაკითხულია: 14 July 2010.