ტურკინოს ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტურკინოს ეროვნული პარკი
Parque Nacional Turquino |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | სანტიაგო-დე-კუბა |
| ქვეყანა | |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 229.38 კმ² |
| დაარსდა | 1980 |
ტურკინოს ეროვნული პარკი (Turquino National Park) — ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს სიერა-მაესტრას მთების კალთებზე, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში, ქალაქ გუამიდან დასავლეთით 50 კილომეტრში. ეროვნული პარკის საერთო ფართობია 229.38 კმ².[1] სახელწოდება წარმოსდგება კუბის უმაღლესი მწვერვალის — მთა ტურკინოს სახელწოდებიდან, რომელიც პარკის ტერიტორიაზეა აღმართული. ეროვნული პარკი შეიქმნა 1980 წლის 8 იანვარს.[2] ტურკინოს მთის გარდა პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მთები: პიკო-კუბა, პიკო-რეალი, პიკო-სუეცია, რომელთა ხარჯზე დაცული ტერიტორია აღწევს კუბის სამხრეთ სანაპირომდე.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ National Protected Areas System of Cuba. Protected Areas. წაკითხვის თარიღი: 2007-10-10.
- ↑ Radio Habana. Parque Nacional Sierra Maestra. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-10-04-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-10. (ესპანური)