ტურკინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტურკინო

ტურკინო

კოორდინატები: 19°59′22″ ჩ. გ. 76°50′09″ დ. გ. / 19.98944° ჩ. გ. 76.83583° დ. გ. / 19.98944; -76.83583

მდებარეობა დროშა: კუბა კუბა
სიმაღლე 1974 მ
ქედი სიერა-მაესტრა

ტურკინო მდებარეობა კუბა

Mountain sign.svg

ტურკინოს პიკი (ესპ. Pico Turquino) — კუბის რესპუბლიკის უმაღლესი წერტილი. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიერა-მაესტრას ქედზე. სიმაღლე 1974 მ. სავარაუდოდ მთის სახელწოდება წარმოსდგება სიტყვა ფირუზისაგან (ესპ. turqui). განსაზღვრული ადგილიდან მთას დაჰკრავს ლურჯი ელფერი, რაც სავარაუდოდ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას.[1] ტურკინო რუკაზე პირველად დაიტანა ხერარდო კრამერმა XVIII საუკუნის ბოლოს.

მთის პიკზე დაიდგა ხილმა მადერას მიერ შექმნილი ხოსე მარტის (კუბელი ეროვნული გმირისა და პოეტის) ბიუსტი. მთის ირგვლივ განლაგებულია ტურკინოს ეროვნული პარკი, რომელსაც უკავია 229.38 კმ² ტერიტორია.[2] მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ფერდობებზე იზრდება ნახევრადმარადმწვანე და მარადმწვანე ტყეები. ყველაზე მაღალ ადგილებში ფიჭვის ტყეებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Cuban Foreign Ministry. Pico Turquino, la montaña azul o el monte de los turcos (Spanish). წაკითხვის თარიღი: 2007-10-18.
  2. National Protected Areas System of Cuba (2005). Protected Areas. წაკითხვის თარიღი: 2007-10-10.