ტურინის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურინის მეტროპოლიტენი
Metropolitana di Torino
Logo Metropolitane Italia.svg
ინფორმაცია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ქალაქი ტურინის გერბი ტურინი
გახსნის თარიღი 4 თებერვალი 2006 წ.
ხაზის სიგრძე 13,2 კმ.
სადგურთა რაოდენობა 20
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში 87 000
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა
Torino mappa metropolitana 2011.svg

ტურინის მეტროპოლიტენი — მე-6 მეტროპოლიტენი იტალიაში რომის, მილანის, ნეაპოლის, კატანიის, გენუის შემდეგ. გაიხსნა 2006 წლის 4 თებერვალს. თავდაპირველად შედგებოდა 1 ხაზისგან, რომლის ბაზასაც წარმოადგენდა ავტომატური სისტემა VAL. იგი იწყება ქალაქის ცენტრში რკინიგზის მთავარ სადგურზე ”პორტა ნუოვა”, გადაკვეთს ქალაქის ცენტრს სადგურ ”პორტა სუზას” გავლით და გრძელდება დასავლეთით Collegno-მდე.

ტიპიური სადგური 19 მ. სიგანით და 60 მ. სიგრძით, მდებარეობს საშუალო სიღრმეზე 16 მ.-ზე. პლატფორმებს გზებისგან აცილებს ბადისებრი კარები. მიუხედავად იმისა, რომ სადგურები ღია მეთოდებით შენდებოდა, გამავალი გვირაბები ჭაბურღილებით გაითხარა (7,8 მ. დიამეტრით).

სამუშაო განრიგი: 04:45 — 24:00.

პიკის საათებში მატარებლები 2 წუთიანი ინტერვალებით მოძრაობენ, დანარჩენ დროს კი — 4-6 წთ.

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება]

ტურინის მეტრო

2001 წლის ოქტომბერში 23 მატარებლის შეკვეთა ჰქონდა Siemens-ს და ავსტრიაში ააწყეს. 28 შემადგენელი VAL ფორმირებული 4 ვაგონად სიგანით 2,08 მ., თითოეული მატარებლის სიგრძე კი - 52 მ. იყო.

რეგიონთა გახსნის ქრონოლოგია[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]