მექსიკის ტურიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ტურიზმი მექსიკაში)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეხიკოს ღირსშესანიშნაობები

ბრწყინვალე პლაჟები და ტურისტები, სასიამოვნო ჰავა, მრავალფეროვანი ბუნების ობიექტები: ვულკანები, უდაბნოები, ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება, პირამიდები, უძველესი ისტორია და კულტურა - ეს ყველაფერი ძლიერ იზიდავს ტურისტებს.

მეხიკო - მექსიკის დედაქალაქია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2020 მეტრის სიმაღლეზე. იგი არის უძველეს ქალაქში, რომელიც დაარესებულ იქნა აცტეკი ინდიელების მიერ XIV ს-ში. მანამდე ამ ადგილას იყო ქალაქი - ტენოჩტიტლანი, რომელიც ესპანელებმა დაანგრიეს, მეხიკო არის ცივილიზაციის ისტორიის ცოცხალი მუზეუმი. აქ არის 1400 მონუმენტი და ისტორიული რელიკვიები, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი, ათეული ცენტრი ხალხური შემოქმედების, 2000 რესტორანი. ქალაქის ცენტრად ითვლება კონსტიტუციის მოედანი - სო კალო. მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნაციონალური სასახლე - ოფიციალური სახელმწიფო რეზიდენცია. მოედნის მეორე მხარეს მოჩანს კათედრალური ტაძარი - ქრისტიანული ამერიკის უძველესი ტაძარი.

ტურისტებში პოპულარულია პარკი ალამედა და აგრეთვე მის გვერდით მდებარე ბრწყინვალე ხელოვნების სასახლე, სადაც შეგვიძლია გავეცნოთ მექსიკური კულტურის საუკეთესო ნიმუშებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაციონალური მუზეუმი, სადაც მნახველებს შეუძლიათ ინახულონ აცტეკების გიგანტურ ქვის კალენდარი, რომლის საგანეც 7 მ-ზე მეტია და 24 ტონას იწონის. საინტერესოა, რომ აცტეკებმა შეძლეს სწორად გამოეთვალათ წელიწადის დღეების რაოდენობა - 365 დღე.

ტურისტებს იზიდავს საოცარი სანახაობები. განსაკუთრებით პოპულარულია ხარების ჩხუბი.

გარიბალდის მოედანი ცნობილია იმით, რომ იქ იკრიბებიან გამოჩენილი ქუჩის მუსიკოსები სადღესასწაულო კოსტიუმებით და აცნობენ ტურისტებს ნაციონალურ ფოლკლორს.

ტურისტებს შორის აგრეთვე პოპულარულია პარკი ჩაპულტეპეკი. აქ უამრავი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის აღსანიშნავია ანთროპოლოგიის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეული, ჩაპულტეპეკის კოშკი და ზოოპარკი.

მეხიკოს მთავარი ქუჩა - paseo de la zeforma შექმნილია პარიზის ელისეის მინდვრების მიხედვით. სადაც უამრავი სკვერი, შადრევანი და ძეგლია.

მეხიკოში მდებარეობს მრავალი სამეცნიერო დაწესებულება. აგრეთვე ლათინურ-ამერიკაში უდიდესი ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს დაახლოებით 300 000 სტუდენტი. ქალაქის მრავალი შენობა მორთულია მონუმენტებით, ცნობილი მექსიკელი მხატვრების - რივერასის, ოროსკოსის სკულპტურებით.

აგრეთვე მნახველებს იზიდავს იაგუარების სასახლე, რომელზედაც აღბეჭდილია მრავალი ველური ცხოველი, მათ შორის არის მისტიკური ფრინველი - კეცალ პაპალტა. მეხიკოდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მესოამერიკული კულტურის საოცრება – ტეოტიუაკანი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ადგილს, სადაც ადამიანს შეუძლია გახდეს ღმერთი“. 25 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული გიგანტური ქალაქი ერთ დროს შესაძლებელია ნახევარ მილიონ მაცხოვრებელსაც კი მოითვლიდა.

ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ქალაქს გასდევს სამი კილომეტრის და ორმოცი მეტრის სიგანის ქუჩა, რომელსაც Camino de los Muertos ანუ მკვდრების გზის სახელით ვიცნობთ. მკვდრების გზის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს, 150 X 200 მ. ფართობზე დგას 46 მეტრის სიმაღლის მთვარის პირამიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის პირამიდა, ტეოტიუაკანის ცენტრში მდებარე მზის პირამიდაზე დაბალია, ამ ორი შენობის მწვერვალები ერთმანეთს უსწორდება. 222 X 225 მ. ფართოფზე განლაგებული მზის პირამიდა 63 მეტრს აღწევს. სავარაუდოდ მისი წინა ერთ მილიონ ტონას შეადგენს.

ქალაქი ტულა ცნობილია არაჩვეულებრივი ქვის ფიგურებით, რომლებიც განთავსებულნი არიან 4 იარუსიან სიმაღლის პირამიდებზე და გამოხატავენ მებრძოლებს მუზარადებით. კოსტიუმები და ჩაცმულობა ამ ფიგურების გვაძლევენ საფუძელს რომ ვიფანტაზიოროთ არამიწიერ ცივილიზაციებზე და მათ საიდუმლოებებზე. აგრეთვე ტულის ღირსშესანიშნაობაა 40 მეტრიანი კედელი, სადაც აღბეჭდილია გიგანტური გველები, რომლებიც ყლაპავენ ადამიანის ჩონჩხებს. ქალაქის ცენტრში დგას ღმერთ - კაცალკოატლას ტაძარი, უძველესი ბურთის სათამაშო მოედნები - ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ელემენტია ტულას უძველესი მაცხოვრებლების კულტურა. ეს მოედნები სწორკუთხედის ფორმისაა და შემოფარგლურნი არიან მაღალი მთებით. ისინი თამაშობდნენ აქ კაუჩუკის ბურთებით, ამ თამაშებს ჰქონდათ სარიტუალო - რელიგიური შინაარსი.

ტულას მთავარი საიდუმლოებები დამარხულია დანგრეული ნაგებობების ქვეშ. ბევრ მათგანს არ ჩატარებია რესტავრაცია. მეხიკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 კმ-ში მდებარეობს ლეგენდარული პირამიდა - ჩოლულა. ის ყველაზე დიდი პირამიდა იყო მსოფლიოში დანგრევამდე. სიგანით ის უფრო დიდი იყო ვიდრე ხეოფსის პირამიდა. ძველ მექსიკელებს უყვარდათ ახალი ტაძრების აშენება ძველი პირამიდების ირგვლივ. და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩოლულს შიგნით მდებარეობს აგრეთვე კიდევ ორი უფრო ძველი პირამიდა. ეს პირამიდა აშენებულია გიგანტური ქვებით. ესპანელმა დამპყრობლებმა გააცამტვერეს იგი და იმ ადგილას ააშენეს ეკლესია.

ტურისტებს აგრეთვე იზიდავს გვადალახარა - ყველაზე მექსიკური ქალაქი, აქედან მოდის ქვეყნის მრავალი ტრადიცია - როდეო, სომბრეროს ცეკვა, ქუჩის მუსიკოსები და სხვა. ქალაქის ცენტრში მრავალი ლამაზი მოედანია, აქ მდებარეობს უძველესი ნაგებობები, რომლებიც ქალაქს აძლევს განსაკუთრებულ ელფერს, აგრეთვე მუზეუმები და ცნობილი თეატრი დეგოლიადო. ტაპატის მოედანი ეს ის ადგილია, სადაც დრო შეუმჩნევლად მიქრის. ტურისტები ტკბებიან მუსიკალური გამოსვლებით, ყიდულობენ უამრავ სუვენირს და ისვენებენ ღია კაფეებში.

აგრეთვე დიდ ინტერესს იწვევს ოახაკას შტატი, აქ მდებარეობდა ერთ-ერთი კოლუმბამდელი ცივილიზაციის ცენტრი. ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ძველ კულტურას, რომლის ელემენტებიც ასახულია მოსახლეობის ლამაზ ტანსაცმელში, ცოცხალ ხალხურ ხელოვნებაში, მხიარულ წვეულებებზე. ოახაკა აკვირვებს ხალხს, როგორც ინდიელების ტრადიციებით, ისე კოლონიური არქიტექტურით. ტურისტების ყურადღებას იპყრობს ათეულობით ეკლესია, რომლებიც აშენებულია ბაროკოს სტილში. ოახაკას პლიაჟები ყველაზე ლამაზია მთელს მექსიკაში. აგრეთვე აქ კარგი რესტორნები და გასართობი ცენტრებია. მექსიკის სამხრეთი ნაწილი მაიას ტომის აკვანია. მაიას ტომი მთლიანად არ გამქრალა. ამ ტომის მთლიანად განადგურება ვერ მოახერხეს. ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები დღესაც აგრძელებენ თავისი უძველესი კულტურით ცხოვრებას.

საინტერესოა ქალაქი პალენკე. აქ არის უამრავი პირამიდა, ტაძარი, ორთქლის აბანო. 1952 წ. არქეოლოგებმა შეისწავლეს პირამიდის წარწერა და აღმოაჩინეს მეფის ჩონჩხი, რომელიც ცხოვრობდა ძვ. წ. III საუკუნეში. პირამიდა იწონიდა 20 ტონას და დაფარული იყო მოჩუქურთმებული სახურავით. მეფის სხეული კი მორთული იყო ნეტრიტით. ყველა ეს მორთულობა შეგვიძლია ვნახოთ ანთროპოლოგიის მუზეუმში - მეხიკოში.

ჩეაპასას მთიანი რაიონები არის საუკეთესო ადგილი მაიას ტომის ცხოვრების გასაცნობად. ძველი ინდიელების ცივილიზაციის საიდუმლოებების, უნიკალური კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გარდა ტურისტებს იზიდავთ სხვადასხვა კურორტები.

აკაპულკო - ეს არის პოპულარული კურორტი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. მას ჩქაროსნული სამანქანო გზა აკავშირებს დედაქალაქთან. განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს აკაპულკოს რომ იყოს მსოფლიოში პოპულარული. აქ არის აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი, იახტ კლუბი. კონდეიზის სანაპიროს გასწვრივ არის ათობით ფეშენებელური და ულტრათანამედროვე სასტუმრო. ყოველ წელს უამრავი დამსვენებელ სტუმრობს მათ. მექსიკაში დასვენების საუკეთესო დრო არის დეკემბრის ბოლო და მთელი იანვარი, როდესაც სანაპიროზე დგება თბილი და მშრალი ამინდი. აღსანიშნავია სან დიეგოს ციხე (XVII-XVIII სს.), რომელიც იცავდა ქალაქს მეკობრეებისაგან. იგი აკაპულკოს ცენტრიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს და ის ქალაქის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. კურორტის მიმდებარე სანაპირო მდიდარია თევზით. ტურისტებს შორის ეწყობა თევზაობის შეჯიბრი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს.

ტასკო - ქალაქია, რომელიც მდებარეობს მეხიკოსა და აკაპულკოს შორის, 1755 მ. სიმაღლეზე. ტასკოს დიდი პოპულარულობა მოუტანა ვერცხლის საბადოებმა. მის შემოგარენში არის ვერცხლის უძველესი საბადოები. აქ არის უამრავი მაღაზია, სადაც იყიდება ვერცხლის ნაკეთობები. აქ არის მრავალი არქიტექტურული ძეგლი და ღირსშესანიშნაობა.

მანსალინიო არის მექსიკის ერთ-ერთი ქალაქი წყნარი ოკეანის სანაპიროზე. წყნარი ოკეანის თბილი წყალი, კაფეები, ფეშენებელური სასტუმროები - ეს ყველაფერი ძალზე იზიდავს ტურისტებს.

კურორტი კანკუნი მდებარეობს მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იუკატანის ნახევარკუნძულზე. აქ ტურიზმის განვითარება აქტიურად 1970 წელს დაიწყო. სწორედ ამ დროს პატარა მეთევზეთა სოფელი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული კურორტი გახდა. ყოველწლიურად აქ 2 მილიონი ტურისტი ისვენებს. თავის პოპულარულობას კანკუნი უნდა უმადლოდეს თავის ქვიშიან პლიაჟებს და რიფებს, რომელთა სიგრძეა 870 კმ მთელს სანაპირო ზოლზე. ჰაერის ტემპერატურა კანკუნში 25 °C-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. არის 20-ზე მეტი ბრწყინვალე სასტუმრო. საუკეთესო პირობებია შექმნილი საოჯახო დასვენებისთვის. წარმოდგენილია გართობის ფართო სპექტრი, რომელიც პასუხობს ყველა მოთხოვნას. ვისაც უყვარს აქტიური დასვენება კანკუნი სთავაზობს გასეირნებას იახტაზე, დაივინგს, გოლფს, ჩოგბურთს და სხვა მრავალს. მათთვის, ვისაც მოსწონს ეგზოტიკა, ეპატიჟებიან კორიდის სტადიონზე, სადაც ყოველ ოთხშაბათს არენაზე გამოდიან მამაცი ტორეადორები.

კანკუნში აღმოაჩინეს ჩიჩენ-იცას ნანგრევები, რომელიც ტურისტთა დიდი ინტერესს იმსახურებს. ჩიჩენ იცა თანამედროვე 7 საოცრებიდან ერთ-ერთია. ჩიჩენ იცა დასახლებული იყო მაიას ტომებით ძვ. წ. IV საუკუნეში. ჩიჩენ იცას მთავარი პირამიდა - ელკასტილიოა, რომლის სიმაღლეც 40 მ-ია. მის ძველ კედლებზე შენარჩუნებულია მაიას კალენდრის უძველესი ფრესკები. კიბეების რიცხვი პირამიდაზე უდრის წელიწადის დღეების რაოდენობას. ქალაქის ერთ-ერთი საოცრებაა ბურთის სათამაშო მოედანი, მას ისეთი აკუსტიკა აქვს, რომ ხმის გაგება შეიძლება 100 მეტრის მოშორებითაც. ჩიჩენ იცაში განლაგებულია მაიას ტომის უნიკალური ცის უბსერვატორია. ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ტურისტებს აგრეთვე იზიდავს ქალების კუნძული კარიბის ზღვაში, მისი სიგრძეა 8 კმ, ხოლო სიგანე 1 კმ. თავის სახელწოდებას კუნძული უნდა უმადლოდეს ესპანელებს, რომლებმაც აღმოაჩინეს აქ ქალების ქანდაკების ველზე დიდი რაოდენობა. კუნძული ცნობილია თავისი რიფებით. წყალქვეშა სამყარო ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია.

ძალიან საინტერესოა კალიფორნიის ყურე, გუანმიდან ლაპასამდე მდებარეობს ასობით კუნძული, სადაც ცხოვრობენ ზღვის ლომები, ვეშაპები.

იუკატანის მთელი ნახევარკუნძული ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ტროპიკული ტყეები და საძოვრები ძალიან უახლოვდება კარიბის ზღვას, სადაც მდებარეობს მსოფლიოში სიდიდით მეორე კოლორისებრი რიფი.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი მექსიკაში უმეტესად დამოკიდებულია ჩრდილო ამერიკულ ბაზარზე. განსაკუთრებით აშშ-ის ბაზარზე, რომელიც იძლევა დაახლოებით ქყვეყნის ტურიზმის 85%-ია. ტურისტების 5% მექსიკაში ჩამოდიან კანადიდან. დანარჩენები კი ევროპის ქვეყნებიდან (გერმანია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია).

ტურისტები, რომლებიც ახორციელებენ ერთდღიან ექსკურსიებს ქვეყანაში, კონცენტრირებულნი არიან სასაზღვრო ქალაქებზე, რომლებიც დაკავებულნი არიან აზარტული თამაშებით და სუვენირების ყიდვით.

ტურიზმი მექსიკის ეკონომიკაში თამაშობს მთავარ როლს. ის იზიდავს უცხოურ ვალუტას (დაახლოებით 40%) და იძლევა ათასობით სამუშაო ადგილს. კანადიდან და ევროპული ქვეყნებიდან უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ვიდრე აშშ-დან, ვინაიდან მათ ისინი აქ უფრო დიდხანს არიან.

მთავრობა აცნობიერებს ტურიზმის მნიშვნელობას, როგორც შემოსავლის უდიდეს წყაროს. ტურიზმს თვლიან ეკონომიკის პრიორიტეტად და ძალიან დიდ როლს უთმობენ მის განვითარებას.

მექსიკა ახალგაზრდა ქვეყანაა ტურისტულ ქვეყნებს შორის და იქ ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა აქვს. WTO-ს მონაცემებით, ტურისტების ჩასვლის თვალსაზრისით მექსიკა მოწინავე ათეულშია და 10-ე ადგილს იკავებს. მას 2008 წ. 21.4 მლნ ტურისტი ეწვია, შემოსავალმა კი 18.5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ტურისტული ფორმალობები და საბაჟო შეზღუდვები[რედაქტირება]

მექსიკაში სამოგზაუროდ ტურისტებს ესაჭიროებათ ვიზა. ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები: საზღვარგარეთის პასპორტი, ერთი ანკეტა, 3 ფოტო, ხელფასის ცნობა და საერთაშორისო საკრედიტო ბარათი. აკრძალულია ფსიქოტროპული ნივთიერებების შეტანა, მედიკამენტების, რომლებსაც არ საჭიროებს ტურისტი. პორნოგრაფიული გამოცემები. შემოტანა და გატანა უცხოური ვალუტის არ არის შეზღუდული. ხოლო ნაციონალური ვალუტის არაუმეტეს 5000 პესოსი.