ტუნიკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტუნიკა — ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტუნიკას რომის მოქალაქეები იცვამდნენ ტოგის ქვეშ. ტუნიკა იკერებოდა შალის ორი ნაჭრისგან, სახელოების გარეშე, იგი სხეულს მუხლებამდე ფარავდა.
ტოგასგან განსხვავებით ტუნიკის ტარება ყველას შეეძლო. მხედრებისთვის და სენატორებისთვის არსებობდა წითელ კანტიანი ტუნიკები, tunica angusticlavia და tunica laticlavia. რომაელი ლეგიონერები როგორც წესი წითელ ტუნიკებს ატარებდნენ. ქალები ატარებდნენ სახელოებიან ტუნიკებს, რომელზეც იცვამდნენ უსახელოებო ტუნიკებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- (ინგლისური) Pausch, Matthias: Die römische Tunika. Ein Beitrag zur Peregrinisierung der antiken Kleidung. Wißner, Augsburg 2003, ISBN 3-89639-370-7
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (გერმანული) Die-Roemer-online.de - რომაული შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესახებ
- (გერმანული) ჩაცმულობა ძველ რომში
- (ინგლისური) რომაული ტანსაცმელი
