ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკი

Parque Nacional das Montanhas do Tumucumaque

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Oyapock maripa falls tree.jpg
მდებარეობა ამაპა, ბრაზილია
ფართობი 38,874 კმ²
დაარსდა 2002 წლის 23 აგვისტო

ტუმუკუმაკუს ეროვნული პარკიეროვნული პარკი, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში, ამაზონის აუზში, ამაპას შტატის ტერიტორიაზე. ესაზღვრება საფრანგეთის გვიანას და სურინამს.

ბრაზილიის მთავრობისა და ბუნებრივი რესურსების მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომლობით, 2002 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადდა ეროვნულ პარკად.

ტერიტორია მოიცავს 38,874 კმ²-ს, რითიც წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ტროპიკული ტყეების ეროვნულ პარკს. ის უფრო დიდია ვიდრე მთელი ბელგია. თუ მას დავუმატებთ მის მოსაზღვრე გვიანის ამაზონის ეროვნულ პარკსაც, რომელიც საფრანგეთის გვიანაში მდებარეობს მაშინ მათი საერთო ფართობი აღწევს 59174 კმ²-ს. ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია და აქვს დიდი ეკოლოგიური ღირებულება. განსაკუთრებით მისი ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით, თევზეულობით, და ენდემური ფრინველების სახეობებით. ის არის იაგუარების, პრიმატების, წყლის კუების, არწივების და მღრღნელების გავრცელების არეალი.

ბრაზილიის ამაპას შტატის უმაღლესი მწვერვალი (701 მ.) მდებარეობს ამ პარკში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]