ტუბატაჰის რიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტუბატაჰას რიფი)
ტუბატაჰის რიფი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 8°55′00″ ჩ. გ. 119°55′00″ ა. გ. / 8.91667° ჩ. გ. 119.91667° ა. გ. / 8.91667; 119.91667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 653
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 653
ინგლ.რუს.ფრ.

ტუბატაჰის რიფიმარჯნის რიფების ატოლი ფილიპინების ტერიტორიაზე, სულუს ზღვაში. წარმოადგენს წყლის ნაკრძალს და გაერთიანებულია ტუბატაჰის რიფის ეროვნულ პარკში, რომელიც 1988 წელს შეიქმნა. დასახელებულია მსოფლიოს ბუნების ახალი შვიდი საოცრების კანდიდატად.

თავდაპირველად, პარკის ფართობი 332 კმ²-ს შეადგენდა, მაგრამ 2006 წელს, ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ დაცული ტერიტორიის ფართობი 200 %-ით გაზარდა და ამჟამად მისი ფართობი 968,24 კმ²-ს შეადგენს.

ამ ტერიტორიაზე თევზის ათასზე მეტი სახეობაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობაც უიშვიათესია და საფრთხის ქვეშ მყოფად ითვლება. გარდა თევზებისა, ნაკრძალის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ატოლებზე გავრცელებული უამრავი უმნიშვნელოვანესი ფრინველია.

ტუბატაჰა დაივინგის მოყვარულთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყოველწლიურად, აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის.

1993 წელს, იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]