ტრიქომონასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრიქომონასი (ლათ. Trichomonas) — უმარტივესთა გვარი შოლტოსანთა კლასისა, მათი მსხლისებრი სხეული სიგრძე აღწევს 15—20 მკმ. წინა ნაწილში აქვს ციტოსტომი, ოვალური ბირთვი და 4 შოლტი. მე-5 შოლტი მიმართულია უკან და პელიკულის გამონაზარდთან ქმნის ტალღისებურ აპკს;

მთელ სხეულს სიგრძეზე მიყვება აქსოსტილი. ტრიქომონასი იკვებებიან ბაქტერიებით, მრავლდებიან გასწვრივი გაყოფით. ადამიანში პარაზიტობს ლათ. Trichomonas vaginalis, რომელიც იწვევს ტრიქომონოზს. ლათ. Trichomonas tenax-ისა (გვხვდება პირის ღრუში) და ლათ. Trichomonas hominis-ის (პარაზიტობს წვრილი ნაწლავის სანათურში) პათოგენურობა სადავოა. Trichomonas foetus პარაზიტობს მსხვილ რქოსან საქონლის სასქესო ორგანოებში, იწვევს აბორტს და ნაადრევ მშობიარობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]