ტრისკელიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრისკელიონი კუნძულ მენის დროშიდან

ტრისკელიონი (აგრეთვე ტრისკელი, ტრისკელე; ბერძ. τρισκελης — სამფეხა) — ძველი სიმბოლური ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ერთი წერტილიდან გამომავალ სამ მორბენალ ფეხს. სიმბოლო გვხვდება ბერძნებში, კრიტო-მაკედონელებში, ეტრუსკებში, კელტებში, ბურიატებსა (სახელწოდებით „არბაგარი“) და ჰიმალაის სხვა ხალხებში. მსგავსი ნიშანი მიცუდომოე იაპონიაში წარმოადგენს სამმაგი დაცვის ამულეტს (ხანძრის, ქურდობისა და წყალდიდობისგან). კერძოდ, წარმოადგენს ათენელი ალკმეონიდების დიდგვაროვნული და ძლევამოსილი სახლის გერბს. ერთ-ერთი უპირველესი სოლარული სიმბოლო, ამ მხრივ უახლოვდება სვასტიკას (ზოგჯერ ტრისკელიონს უწოდებენ სამმაგ, სამკუთხა ან სამკიდურა, სამსხივა სვასტიკას). გარდა ამისა, როგორც მზის მოძრაობის სიმბოლო, რომელიც განასახიერებს მის სამ ძირითად მდგომარეობას — აისს, ზენიტს და დაისს, ტრისკელიონი უახლოვდება ტრიქუეტრს. მოგვიანებით სიმბოლო ასახავდა „დროის სირბილს“, ისტორიის მსვლელობასა და ვარსკვლავთა ბრუნვას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]