ტრირ-ტარფორსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტარფორსტი არის ქალაქ ტრირის ერთ–ერთი რაიონი. მისი მოსახლეობა დაახლ. 7.123 მცხოვრებს შეადგენს. ტარფორსტის რაიონი ორ უბნად იყოფა – "ალტ–ტარფორსტისა" და "ტრიმელტერ ჰოფისაგან". მიუხედავად იმისა, რომ "ალტ–ტარფორსტი" კარგა ხანია ქალაქ ტრირს ეკუთვნის, მაინც დღემდე შეინარჩუნა გერმანული შუასაუკუნებრივი სოფლის განუმეორებელი იერ–სახე, ხოლო "ტრიმელტერ ჰოფი" ახალი უბანია, მხოლოდ ახალშენებისგან შედგება და ძველი სოფლის ზემოთ მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარფორსტი და მისი მიდამოები წარმოადგენს ძველ ისტორიულ მიწას. დღემდე მოპოვებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული აღმოჩენების მიხედვით დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრე აქ რომაული დასახლებები არსებობდა. სახელი ტარფორსტიც კი რომაელთა დროზე მიანიშნებს; „ცენტარბუს“ ("Centarburs" = ლათინურად ითარგმნება როგორც '100 ხე').

ერთ დროს ამ უბანში წმ. მაქსიმინეს სააბატოს ე.წ. „ცენტჰაუსი“ ყოფილა. („ცენტჰაუსი“ ეწოდებოდა გერმანიის სხვადასხვა კუთხეში ისტორიულად არსებულ ხარკის, ბეგარისა თუ ღალის ჩასაბარებელ საუბნო წერტს.) დროთა განმავლობაში, სწორედ ამ „ცენტჰაუსის“ გარშემო გაჩენილა დასახლებული პუნქტი. 1933 წელს ტარფორსტს 458 მაცხოვრებელი ჰყავდა, 1969 წელს კი კომუნალური რეფორმის ფარგლებში ტრირ–ქალაქს შემოუერთეს.

ტარფორსტის მოსახლეობის მკვეთრი ზრდა დაიწყო 1970 წლიდან, რაც უკავშირდება უნივერსიტეტის დაარსებას ქალაქ ტრირის სწორედ ამ რაიონში, რის გამოც ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გაიზადა კამპუსის ტერიტორია და მისი მოსაზღვრე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების რაოდენობა. 1980–იანი, 1990–იანი წლების ბოლოს მრავალი ახალშენი წარმოიშვა ტრიმელტერ ჰოფზე და მთლიანად ტარფორსტის შემაღლებაზე. თუ ადრე ადრე ძირითადად ფრანგულენოვანი მოსახლეობა ჭარბობდა, წინდახედული და აუჩქარებელი დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგად, სხვა მრავალ ღონისძიებთა შორის, აქაური უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო მნიშვნელობის კარგი სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, რამაც სრულიად შეცვალა ქალაქის დემოგრაფიული მდგომარეობა, სოციალურ–კულტურული კონტექსტი და უბრალოდ, ატმოსფერო. ფრანგი ჯარისკაცების ნაცვლად აქ, სულ უფრო და უფრო მეტ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ აზიის, აფრიკისა და ევროპის ენებზე მოსაუბრე სტუდენტებს ნახავთ, რომლებიც სწავლა–განათლებას გერმანელ სტუდენტებთან ერთად გერმანულ ენაზე ეუფლებიან.

ტარფორსტს აქვს საკმაოდ მოზრდილი ადგილობრივი სპორტული, მათ შორის საფეხბურთო და მუსიკალური კლუბები.

უძველესი შენობა ტარფორსტში არის „მაქსიმინერ ჰოფი“ (რაც გერმანულიდან ქართულად ითარგმნება როგორც მაქსიმინეს კარ–მიდამო, სახლ–კარი)

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარფორსტი მდებარეობს არა ქალაქის ცენტრში, ანუ მოზელის ხეობაში, არამედ პეტრისბერგის პლატოზე. ტარფორსტი ამით მაღლობზე განლაგებულ ეკუთვნის ფილშთან, კერნშაიდთან, ირში ერთ სივრცეს წარმოადგენს.

ტარფორსტში ნოი–კიურენცისა და ოლევიგის მოსაზღვრედ მდებარეობს ტრირის უნივერსიტეტი. ტარფორსტის ნაწილს წარმოადგენს „ტრიმელტერ ჰოფი“ (tremuletum ლათინურიდან ითარგმნება როგორც 'ვერხვნარი', ან 'ვერხვის ტყე'), რომელსაც მისგან კოლენშტრასე ჰყოფს ცალკე. აქვეა ტარფორსტის სავაჭრო ცენტრიც.

ადგილობრივი სამოყვარულო კლუბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • FSV ტრირ–ტარფორსტის საფეხბურთო კლუბები 1946
  • ტრიმელტერის სპორტული სამოყვარულო კლუბი
  • ტარფორსტის სამოყვარულო მუსიკალური კლუბი